ინდიელთა დიდი ბელადი – “სიეტლი”
“სიეტლი” - დაიბადა 1780 წელს,თანამედროვე ქალაქ ბლექ-აილენდის ახლოს (ვაშინგტონის შტატი).მას ასევე მოიხსენიებდნენ როგორც – სიატლი.იგი წარმოადგენდა წინამძღოლს (ბელადს) სუკვომიშისა და დუვომიშის ინდიელი ხალხის,რომლებიც იმ პერიოდში ცხოვრობდნენ თანამედროვე ვაშინგტონის შტატის ტერიტორიებზე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სიეტლი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო ადგილობრივ ინდიელებში,არამედ თეთრკანიან მოსახლეობაშიც კი,რადგან იგი იყო პიროვნება,რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა ინდიელებისა და თეთრკანიანების მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის.შესაბამისად მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის მხარდამჭერი და ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც გახლდათ ინდიელი ხალხისა და თეთრკანიან მოსახლეობას შორის.პირადად მეგობრობდა ისეთ ცნობილ ამერიკელ დოქტორთან,როგორიც გახლდათ – დევიდ ს. მეინარდომი,რომელიც განსაკუთრებული ძალისხმევით ცდილობდა ინდიელი ხალხის უფლებების დაცვას.აქვე აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ქალაქ სიეტლის დაარსება,რომელსაც დიდი ინდიელი ბელადის სახელი უწოდა.სიეტლის მამა სუკვომიშის ინდიელი ხალხის ბელადი გახლდათ,ხოლო დედა ვუდ-შო-ლიტი დუვომიშების ტომის წარმომადგენელი იყო.ახალგაზრდული ასაკიდანვე სიეტლმა,როგორც კარგმა მეომარმა დიდი აღიარება მოიპოვა თავის ხალხში,მას შემდეგ რაც ალყაში მოაქცია და გაანადგურა დამპყრობელი მწვანე ტბის მიდამოებში.გარდა ამისა იგი ხელმძღვანელობდა ჩემაკუმისა და ს’კლალამის ხალხზე თავდასხმას ოლიმპიკის ნახევარკუნძულზე.ამ ბრძოლებში მან თავი დიდი სიმამაცით ისახელა.როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ სიეტლს ჰყავდა მონები,რომლებიც სხვა ტომების დატყვევებული ხალხისაგან შედგებოდა.სიმაღლით 1.80 სანტიმეტრი იყო და ათლეტური სხეულით გამოირჩეოდა,რის გამოც ზედსახელად “დიდი” უწოდეს.გარდა სიმამაცისა,სიეტლი ორატორული ნიჭითაც დაჯილდვებული გახლდათ და სხვადასხვა წყაროების გადმოცემით,როდესაც ის ლაპარაკობდა მისი ხმა შორეულ კუთხეებამდეც კი აღწევდა.მისი პირველი მეუღლე გახლდათ ლა-დალია,რომელიც მშობიარობას გადაყვა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ბავშვი საბედნიეროდ გადარჩა.მეორე ცოლმა – ოლახლმა,მას სამი ვაჟი და ოთხი გოგონა გაუჩინა.მის შვილებს შორის ყველაზე აღიარებული მაინც,პირველი მეუღლისაგან შეძენილი ქალიშვილი კიკისობლუ სარგებლობდა (მოიხსენიებენ ასევე,როგორც პრინცესა ანჯელინა).1848 წელს სიეტლი კათოლიკურ ეკლესიაში ქრისტიანად მოინათლა და ნათლობის სახელად – ნოე მიიღო.მიუხედავად იმისა,რომ ქრისტიანი გახდა,მის უძველეს რწმენას და ინდიელთა ღმერთებს მაინც დიდ პატივს მიაგებდა.მაშინ როდესაც მის ხალხს გასახლების საფრთხე შეექმნათ,ოლიმპიკის ნახევარკუნძულზე შეხვედრა მოაწყო დოქტორ მეინარდომთან.მათი პირველი შეხვედრიდან ისინი მალევე დამეგობრდნენ.სიეტლმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დოქტორზე,რომ მან ქალაქ დუომპსის მოსახლეობა დაარწმუნა იმაში,რომ ქალაქისათვის დიდი ინდიელი ბელადის – სიეტლის სახელი ეწოდებინათ. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოვლენამ კი ერთგვარად დაუდო სათავე სამშვიდობო პოლიტიკას თავად ინდიელებს და თეთრკანიანებს შორის.მიუხედავად მისი მოწოდებისა,1856 წელს,მისმა თანატომელებმა სიეტლისათვის გამართულ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს.ამის შემდგომ მან უარი განაცხადა თავის ხალხის,იმ დროისათვის შექმნილ ინდიელთა რეზერვაციებში გადაყვანაზე,რადგან ფიქრობდა,რომ იმავე რეზერვაციებში მყოფ სხვა ინდიელ ხალხთა,განსაკუთრებით სნოჰომიშებთან,რომლებთანაც ძლიერ მტრობდნენ სისხლისღვრას ვერ ასცდებოდნენ.მან სთხოვა ამ საქმეში მეგობრისათვის – მეინარდისათვის ეთხოვა დახმარება და მართლაც დოქტორმა მეინარდმა დაარწმუნა ხელისუფლება,რომ ამ ნაბიჯზე ხელი აეღო.სიეტლი ხშირად სტუმრობდა თავისივე სახელის და მის საპატივცემულოდ დარქმეულ ქალაქ – სიეტლს,სადაც მისი ერთადერთი ფოტოც იქნა გადაღებული 1865 წელს (ზემოთ განთავსებული ფოტო).1866 წლის 7 ივნისს სიეტლი გარდაიცვალა პორტ-მედისონის ინდიელთა რეზერვაციაში.მისმა ქალიშვილმა კი უარი განაცხადა აღნიშნულ რეზერვაციაში ჩასახლებაზე და საცხოვრებლად ქალაქ სიეტლში გადავიდა.მისი საფლავზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ძეგლი აღმართა და გააკეთა წარწერა: