არტურ უინი – “თანამედროვე კროსვორდის ფუძემდებელი”

არტურ უინი - დაიბადა 1871 წლის 22 ივნისს,ინგლისის ქალაქ ლივერპულში.იგი წარმოადგენდა ინგლისური წარმომავლობის ამერიკელ ჟურნალისტს,გაზეთის რედაქტორსა და ინტელექტუალური “თავსატეხის” იგივე თანამედროვე “კროსვორდის” ფუძემდებელს.

მკვლევარებმა უძველესი კროსვორდის მსგავსი გამოსახულება,იტალიური ქალაქის პომპეის გათხრებისას აღმოაჩინეს და იგი ჩვ.წ.აღ-ით I-IV საუკუნეებით თარიღდება.მოგვიანებით კი ასევე პომპეიში იქნა აღმოჩენილი თანამედროვე კროსვორდის მსგავსი გამოსახულება ქვის ფილაზე და იგი ახ.წ.აღ-ით 79 წლით თარიღდება.ამ მიზეზთა გამო კროსვორდის დაარსების და მისი ფუძემდებლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. (ავტორი გენია.ჯი) დავა კროსვორდის სამშობლოს შესახებ დღემდე გრძელდება იტალიას,დიდ ბრიტანეთსა და ამერიკას შორის,რადგან თითოეული ზემოთ აღნიშნული ქვეყანა მიიჩნევს,რომ კროსვორდის სამშობლო თავადაა.ერთი ვერსიის ცნობით,პროტოტიპი თანამედროვე კროსვორდისა მე-XIX საუკუნეში იქნა შემოღებული.ყველაზე ძველი კროსვორდი კი რომელიც პრესაში იქნა გამოქვეყნებული და ჩვენამდე მოღწეული – 1872 წლით თარიღდება.იგი გამოქვეყნებულ იქნა ამერიკაში,კერძოდ ნიუ-იორკში გამომავალ გაზეთში “წმინდა ნიკოლოზში”.რაც შეეხება თანამედროვე კროსვორდს,რომელიც დღესაც აქტიური ფორმით გამოიყენება,სწორედ არტურ უინს მიეწერება მისი შემუშავება.მან 1913 წლის 21 დეკემბრის,საკვირაო ნომერში გაზეთისა “New York World”-ში გამოაქვეყნა თანამედროვე სახის პირველი კროსვორდი,სახელწოდებით “ვორდ-კროსი”. (ავტორი გენია.ჯი) 1880 წელს არტური ემიგრირებულ იქნა ამერიკაში,სადაც არც თუ ისე წარმატებული ჟურნალისტი იყო,თუმცა წარმატებას მაინც მიაღწია და მალე გაზეთ – “New York World”-ის,ინტელექტუალური თავსატეხების განყოფილების ხელმძღვანელად ინიშნება.ახალმა ტიპმა თავსატეხისა,მალევე მოიპოვა პოპულარობა მკითხველში.იგი ყოველკვირეულად თავად ადგენდა გაზეთისათვის კროსვორდებს.აღსანიშნავია,რომ სახელწოდება “კროსვორდი” 1914 წლიდან მიიღო.1924 წლიდან კი კროსვორდები იმდენად პოპულარული გახდა,რომ მისი გამოქვეყნება სხვა ამერიკულმა გაზეთებმაც დაიწყეს.ამავე წლის აპრილში კი პირველად იქნა გამოცემული ;კროსვორდების კრებული” ერთ წიგნად.არტურ უინი გახლავთ ასევე ის პირველი ბრიტანელი,რომელმაც შექმნა პირველი ბრიტანული კროსვორდი,რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 1924 წლის ნოემბრის თვეში,გაზეთ “Sunday Express”-ში.არტურ უინი გარდაიცვალა 1945 წლის 14 იანვარს,ფლორიდის შტატში (ამერიკა).თუმცა მას არანაირი მემუარები,ჩანაწერები ან დღიურები არ დაუტოვებია.დღესდღეობით მსოფლიოში 24 სახის ეროვნული კროსვორდი არსებობს,რომელთაგან ყველაზე პოპულარული იაპონური და სკანდინავიური კროსვორდებია. (ავტორი გენია.ჯი)

 
არტურ უინის მიერ 1913 წელს გამოქვეყნებული პირველი “ვორდ-კროსი”