ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნას მოსაზრებები…

1. “თუკი მე დავმარცხდები, ეს არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ გამარჯვება შეუძლებელია. ბევრმა განიცადა მარცხი ევერესტის მწვერვალის დაპყრობისას, თუმცა საბოლოოდ ევერესტი მაინც იქნა დამარცხებული და დაპყრობილი”.

* * *

2. “ერთი ადამიანის სიცოცხლე მილიონჯერ უფრო ფასეულია,  ვიდრე მსოფლიოს ყველა უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთად აღებული”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

3. „მე არ გახლავართ განმათავისუფლებელი და საერთოდაც, განმათავისუფლებლები არ არსებობენ. ადამიანმა საკუთარი თავი მხოლოდ და მხოლოდ თავად უნდა გახადოს თავისუფალი”.

* * *

4. “ყოველთვის ვიოცნებებ მანამ, სანამ ოცნებას ტყვია არ შემაწყვეტინებს”.

* * *

5. “თუკი თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გზას, სადაც დაბრკოლება არ შეგხვდებათ, კარგად გაითავისეთ, რომ ასეთი გზა არსად არ მიგიყვანთ”. – (ავტორი გენია.ჯი)