ტომას პეინი – „გონების საუკუნე”
„გონების საუკუნე” - წარმოადგენს უკანასკნელ ტრაქტატს დაწერილს ცნობილი ანგლო-ამერიკელი მწერლის, ფილოსოფოსის, პუბლიციცსტის და „ამერიკის ნათლიმამად” წოდებული - ტომას პეინის (1737-1809 წლები) მიერ.
აღნიშნულ ტრაქტატში იმ პერიოდისათვის საკმაოდ თამამად იქნა გადმოცემული უმწვავესი კრიტიკა ბიბლიის, ღვთისმეტყველებისა და ორგანიზებული რელიგიისა. პირველი ტრაქტატი პეინის მიერ დაწერილ იქნა საფრანგეთში ,კერძოდ ფრანგულ ციხეში ყოფნის პერიოდში ინგლისურ ენაზე. (ავტორი გენია.ჯი) იგი საფრანგეთში დაკავებულ იქნა იაკობინელების მიერ ლუდოვიკო XVI-ს სიკვდილით დასჯის მხარდაჭერისათვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავდაპირველად დღის სინათლე ტრაქტატმა ფრანგულ თარგმანით იხილა 1794 წელს და მხოლოდ მოგვიანებით იქნა გამოცემული ინგლისურ ენაზე. მეორე ნაწილი ტრაქტატისა ტომას პეინმა უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-5 პრეზიდენტის – ჯეიმზ მონროს რჩევის საფუძველზე შექმნა და იგი გამოქვეყნებულ იქნა 1796 წელს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხაზგასმით აღიარებდა „უზენაესის” არსებობას, მისი დეიზმი (რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც აღიარებს ღვთის, როგორც სამყაროს პირველ მიზეზის არსებობას, თუმცა უარყოფს პერსონიფიცირებულ ღმერთს, გამოცხადებას და ღვთისგანგებას და საერთოდ, ყოველგვარ ღვთისმეტყველურ, დოგმატურ მოძღვრებებს) მიღებულ იქნა, კონსერვატული ამერიკული საზოგადოებისა და სასულიერო პირების მიერ, როგორც – „ფარული ათეიზმი”. ამერიკაში მისმა ტრაქტატმა დიდად უარყოფითად იმოქმედა საზოგადოებაზე, რის გამოც იგი სიცოცხლის ბოლომდე იძულებით იქნა გაძევებული ყოველგვარი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ფაქტიურად „გონების საუკუნე”-ში ავტორი გონების ძალას უპირისპირებდა რელიგიურ ცდუნებას. (ავტორი გენია.ჯი) თავად ტერმინი აღნიშნული ტრაქტატისა „გონების საუკუნე”, ერთგვარ სინონიმად იქცა შემდგომში ამერიკაში „განმანათლებობის ეპოქისა” (ფილოსოფიური, საზოგადოებრივი და ლიტერატურული მიმდინარეობა). მის მიერ ტრაქტატში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები „ბიბლიის” მიმართ გაგრძელებულ და განვითარებულ იქნა შემდგომში. კერძოდ, XIX საუკუნის რაციონალისტების მიერ.