სიუ ოუიანი – “ეპიზოდი”

სიუ ოუიანი (1007-1072 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ გამოჩენილ ჩინელ ისტორიოგრაფს,სახელმწიფო მოხელეს,ესეისტსა და პოეტს,რომელმაც სიბერის ჟამს საკუთარ თავს ზედსახელად “ძველი ლოთი” და გარდა ამისა,საკმაოდ უცნაური ზედსახელი “განდეგილი ლუ-ი” უწოდა.სიტყვა “ლუ-ი” – ერთგვარად შედგებოდა რიცხვების 6-ისა და 1-ის კომბინაციისაგან,რაც გამოხატავდა აზრს “ექვსიდან ერთისა”.ფაქტიურად მის მიერ საკუთარ თავზე დარქმეული ზედსახელი აღნიშნავდა “ექვსიდან ერთ განდეგილს”. (ავტორი გენია.ჯი) ამ საოცარი ზედსახელის გამო მას ერთ დღეს,მასთან სტუმრად მყოფმა მეგობარმა დაუსვა შეკითხვა და დაინტერესდა თუ რას აღნიშნავდა ზედსახელში ციფრები 6 და 1.კითხვაზე სიუ ოუიანმა შემდეგი პასუხი გასცა:

“მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე,ჩემს სახლში ყოველთვის არის 10 000 წიგნი,1000 უძველესი ხელნაწერი გრაგნილი,მათ შორის სიას,შანისა და დასავლეთ ჩჟოუს ეპოქებისა,ერთი კომპლექტი ჭადრაკი და ერთი ბოთლი ღვინო.ჩემს მიერ განვლილი ცხოვრება ამ ხუთ ნივთთან ერთად უკვე მეექვსე გამოდის.შესაბამისად არსი ჩემი ზედსახელისა გახლავთ ხუთი ნივთი რომლებთან ერთადაც მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე და ერთი პიროვნება რომელიც ჩემი სახით განდეგილია”. (ავტორი გენია.ჯი)