სკოტ მარიანი
სკოტ მარიანი - დაიბადა 1028 წელს და იგი წარმოადგენდა წარმომავლობით ირლანდიელ ისტორიკოსსა და ქრონისტს.სწორედ მარიანს მიეწერება პირველი და უმნიშვნელოვანესი ცნობების მოწოდება,რომის ცნობილი და ლეგენდარული ქალი-პაპის იოანე (იოანა) VIII-ეს შესახებ.დაახლოებით 1056 წლისათვის,იგი კონტინენტურ ევროპაში გადადის და ბერად აღიკვეცება,რის შემდეგაც მოღვაწეობას,გერმანიის ქალაქ კიოლნში მდებარე წმინდა მარტინის მონასტერში აგრძელებს.შემდგომში კი გადადის ფულდასა და მაინცში.მის კალამს ეკუთვნის ცნობილი ისტორიული ნაშრომი “ქრონიკები” (Chronicon),რომელშიც ასახული გახლდათ მსოფლიო ისტორია,სამყაროს შექმნის დღიდან 1082 წლის ჩათვლით. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ნაშრომი კი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა შუასაუკუნეების ევროპაში,განსაკუთრებით კი ინგლისში.მისი პირველი ბეჭდვითი ვერსია გამოცემულ იქნა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 1559 წელს.სწორედ ამ ქრონიკებში იქნა გადმოცემული პირველი ცნობები რომის ქალი-პაპის იოანას შესახებ.სკოტ მარიანის ისტორიულმა ნაშრომებმა საკმაოდ დიდი წვლილი დაიდეს უძველესი და განსაკუთრებით შუა საუკუნეების ისტორიული მოვლენების შესწავლაში.სკოტ მარიანი გარდაიცვალა 1083 წელს. (ავტორი გენია.ჯი)