ალ-ბატატი

ბუ აბდალაჰ მუჰამედ იბნ ჯაბირ სინან ალ-ბატატი - დაიბადა 858 წელს,შუამდინარეთის უძველეს ქალაქ ჰარარში (თანამედროვე შანლიურლფას პროვინცია თურქეთი).იგი წარმოადგენდა შუასაუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს ასტრონომსა და მათემატიკოსს.ევროპაში კი მისი სახელი,ლათინიზირებული ფორმით “Albategnius”-ით იყო უფრო ცნობილი,ვიდრე ალ ბატატით.877-919 წლები მან სირიის ქალაქებში დამასკოსა და რაკაში გაატარა,სადაც აქტიურად იყო ჩართული ასტრონომიული ობიექტების სადამკვირებლო სამუშაობებში და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მის მიერ “სებეიური ზიჯის” შექმნა (ზიჯი – გახლდათ საერთო სახელწოდება ასტრონომიული ცხრილებისა ისლამურ ქვეყნებში).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული ცხრილი ბევრად უფრო ზუსტი იყო,ვიდრე დიდი ალექსანდრიელი ასტრონომის პტოლემეს გათვლები. (ავტორი გენია.ჯი) მათემატიკურ მეცნიერებაში ალ-ბატანმა აღწერა სფერული სამკუთხედის გამორიცხვის მეთოდები.აღნიშნულმა მეთოდმა კი შემდგომ ფართო გავრცელება და განვითარება ჰპოვა ისლამურ ქვეყნებში მაცხოვრებელ შემდგომი თაობების მათემატიკოსებში. (ავტორი გენია.ჯი) მანვე გამოიანგარიშა მზიური წელიწადი,რომელიც ფაქტიურად სრულად ემთხვევა თანამედროვე გამოთვლებს და ცდომილება მხოლოდ 24 წამს შეადგენს.ალ-ბაბატმა დაწერა მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი ასტრონომიაში,სახელწოდებით “ტრაქტატი მანძილისა ციურ მნათობებამდე”.მისი ნაშრომები 1116 წელს თარგმნილ იქნა ლათინურ ენაზე და საერთო ჯამში მისმა მეცნიერულმა კვლევებმა ასტრონომისა და მათემატიკაში დიდი გავლენა იქონია ისეთი დიდი ევროპელი მეცნიერების მოღვაწეობაზე,როგორებიც იყვნენ – გენიალური პოლონელი ასტრონომი,მათემატიკოსი და ეკონომისტი – ნიკოლოზ კოპერნიკი,დიდი ავსტრიელი ასტრონომი და მათემატიკოსი – გეორგ პურბახი და უდიდესი გერმანელი ასტროლოგი – რეგიომონტანი.ალ-ბატატი გარდაიცვალა 929 წელს,თანამედროვე ერაყის ქალაქ სამარაში.მისი სახელი კი შემდგომში ეწოდა ერთ-ერთ კრატერს მთვარეზე.