კონრად ზაქარიას ლორენცი – “ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა”
კონრად ზაქარიას ლორენცი (1903-1989 წლები) – წარმოადგენდა უდიდეს ავსტრიელ ზოოლოგს,ზოოფსიქოლოგსა და ორნითოლოგს,რომელიც ფუძემდებელი გახლდათ – “კლასიკური ეთოლოგიისა” (ცხოველთა და ადამიანთა ქცევის შედარებითი ზოოლოგიის მეთოდებით შემსწავლელი მეცნიერება).1973 წელს მას მიენიჭა “ნობელის პრემია”,ფიზიოლოგისა და მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო. (ავტორი გენია.ჯი) მის უამრავ ნაშრომთაგან ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად დღემდე მიიჩნევენ 1974 წელს გამოქვეყნებულ წიგნს,სახელწოდებით – “ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა”,სადაც მოცემულია რვა ერთმანეთისაგან განსხვავებული,თუმცა მიზეზობრივად დაკავშირებული პროცესი,რომლებიც თავის მხრივ განადგურებითა და მოსპობით ემუქრებიან კაცობრიობას.მაშ ასე,კონრად ზაქარიას ლორენცის მოსაზრებით – “კაცობრიობის რვა მომაკვდინებელ ცოდვად” მიიჩნევა:
1. მოსახლეობის სიჭარბე – რომელიც ყოველ ჩვენგანს სოციალური კონტატების მოზღვავების გამო აიძულებს,არსებითად “არაადამიანურად” გაემიჯნოს სხვას, და რომელიც,ვიწრო სივრცეში უამრავი ინდივიდის თავშეყრის გამო,აგრესიას ბადებს,შედეგად კი იწყება ადამიანტა ერთმანეთისადმი გაუცხოება; (ავტორი გენია.ჯი)
2. ბუნებრივი სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგება – რაც არა მარტო ანგრევს გარემოს,რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ,არამედ თვით ადამიანშიც ანადგურებს დიადი სამყაროს სრულყოფილებისა და სილამაზისადმი მოწიწების გრძნობას;
3. კაცობრიობის შეჯიბრი საკუთარ თავთან – რასაც ტექნოლოგიის განვითარება,ჩვენდა საუბედუროდ,სულ უფრო მეტად აცქარებს,ადამიანს ჭეშმარიტი ღირებულებების დასანახ თვალს უბრმავებს და დროს არ ტოვებს ჭეშმარიტად ადამიანური სააზროვნო საქმიანობისათვის;
4. ყველა ძლიერ გრძნობათა და აფექტთა გაქრობა -ტექნოლოგიისა და ფარმაკოლოგიის წინსვლა აძლიერებს შეუწყნარებლობას ყველაფრის მიმართ,რაც სულ ცოტათი მაინც ჩვენს უსიამოვნებას გამოიწვევს.ადამიანი კარგავს უნარს,განიცადოს სიხარული,რომელიც ეწვევა ხოლმე ძალთა დიდი დაძაბვისა და წინააღმდეგობათა დაძლევის შედეგად.სიხარულისა და მწუხარების ხან ზეაჭრილი და ხან ქვედაშვებული კლაკლინის მკვეთრი კონტრასტულობა ენითუთქმელი მოწყენილობის უგერგილო რხევამდე დადის;
5. გენეტიკური დაშლა – თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში არ არსებობს (გარდა “ბუნებრივი სამართლის გრძნობისა” და ზოგიერთი შემორჩენილი სამართლის ტრადიციისა) არავითარი ფაქტორი,რომელიც სელექციურ ზეგავლენას მოახდენს სოციალური ქცევის ნორმათა განვითარებასა და შენარჩუნებაზე,მით უმეტეს,რომ საზოგადოების ზრდასთან ერთად იგი სულ უფრო უცილო ხდება. (ავტორი გენია.ჯი) არ არის გამორიცხული,რომ ბევრი ინფანტილიზმი,რაც დღევანდელი “მოჯანყე” ახალგაზრდობის უდიდეს ნაწილს სოციალურ პარაზიტებად აქცევს,გენეტიკურადაც იყოს განპირობებული;
6. ტრადიციისაგან მოწყვეტა – რაც გამოწვეულია იმით,რომ თაობათა ურთიერთობამ იმ კრიტიკულ წერტილს მიაღწია,როცა უმცროსი თაობა კარგავს უფროსთან კულტურულ ურთიერთგაგებას.იდენტიფიკაციაზე ხომ საერთოდ აღარც შეიძლება ლაპარაკი.ამიტომ იგი მას ექცევა როგორც უცხო ეთნიკურ ჯგუფს და მას ნაციონალურ სიძულვილს ახვედრებს.
იდენტიფიკაციის დაკარგვა,უპირველესად,მშობლებსა და შვილებს შორის კომტაქტის დაკარგვითაა გამოწვეული,რაც უკვე ჩვილობის ასაკში პათოლოგიურ შედეგებს გვაძლევს;
7. კაცობრიობის ინდოქტრინაციის ზრდა – ერთ კულტურულ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანთა რიცხობრივ ზრდას,ტექნიკურ საშუალებათა სრულქმნასთან ერთად,მივყავართ საზოგადოებრივი აზრის,შეხედულებათა იმგვარი უნიფორმებისაკენ,როგორიც კაცობრიობის ისტორიას საერთოდ არ ახსოვს.ამას ემატება ისიც,რომ მტკიცედ შეთვისებული დოქტრინის შთაგონებითი ზემოქმედება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება მისი მომხრეების რაოდენობის ზრდასთან ერთად.დღეს,მაგალითად,ინდივიდს,რომელიც თავს შეგნებულად არიდებს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს,თუნდაც ტელევიზორს,პათოლოგიურად მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი) დეინდივიდუალიზაციის ყველა ეფექტი სასურველია მათთვის,ვისაც ადამიანთა დიდი მასებით მანიპულირება სურთ.შეხედულებათა შესწავლა,სარეკლამო ტექნიკა და ალღოიანად წარმართული მოდა დიდ მწარმოებლებს ეხმარება მასებზე ძალაუფლების გაძლიერებაში;
8. ბირთვული იარაღით შეიარაღება – რასაც კაცობრიობისათვის ის საფრთხე მოაქვს,რომელიც შედარებით უფრო ადვილად შეიძლება თავიდან ავიცილოთ,ვიდრე ზემოთ აღნიშნული შვიდი საფრთხე. (ავტორი გენია.ჯი)
კონრად ზაქარიას ლორენცის წიგნი – “ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა”