ჰეროდოტე – “ერმოტიმის შურისძიება”
გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსი და “ისტორიის მამად” წოდებული – ჰეროდოტე (ძვ.წ.აღ-ით 484-425 წლები),ერთ-ერთი “საჭურისის” ერმოტიმის “შურისძიების” შესახებ საკმაოდ საინტერესო ისტორიას მოგვითხრობდა:
“ცხოვრობდა ჭაბუკი ერმოტიმი ქალაქ პედასაში. და ცხოვრობდა იქ საპატიო ვაჭარი პანონი.ვაჭრობდა იგი – არც მამრობითი,არც მდედრობითი საქონლით (საჭურისებით).მან დაასაჭურისა ჭაბუკი ერმოტიმი და დიდ ფულად მიჰყიდა სპარსეთის მეფე ქსერქსეს. და მოეწონა ერმოტიმი ქსერქსეს,იგი იყო ჭკვიანი და მამაცი, და ქსერქსემ დაიახლოვა იგი. და როცა ქსერქსემ დაიპყრო პედასეა,ერმოტიმმა სატრაპად დანიშვნა სთხოვა. (ავტორი გენია.ჯი) პანონს თავზარი დაეცა,როცა ამ დანიშვნის შესახებ გაიგო.მაგრამ ქალაქში მისული სატრაპი მოეფერა პანონს და გულწრფელი სიხარულით მიიღო.მალე მდიდრული ნადიმიც გაუმართა და მიიწვია მისი სამი შვილი,რომლებიც ჭაბუკური ასაკისანი იყვნენ და ნადიმი მთელ ღამეს გაგრძელდა, და პანონსა და მის ვაჟებს პატივს მიაგებდნენ.შემდეგ წამოდგა სატრაპი ერმოტიმი და იშიშვლა მახვილი. და უბრძანა მამას,დაესაჭურისებინა თავისი ვაჟები. და იდგა იგი და უცქერდა. და შემდეგ უბრძანა ვაჟიშვილებს,დაესაჭურისებინათ თავიანთი მამა.ასეთია საჭურისის ზრდილობა”. (ავტორი გენია.ჯი)