აკაკი გაწერილია – „გალაკტიონ ტაბიძის დაკრძალვის” შესახებ…
„ქართველმა ხალხმა თვითონ აიტანა იგი მთაწმინდაზე და თავისი უდიდესი ლირიკოსის საფლავის გვერდით მიუჩინა ბინა. ჩვენი ხალხი კი ჭირვეულია სიძულვილსა და სიყვარულში, – ის არავის აჯილდოებს დაუმსახურებლად.
გრანდიოზული სამგლოვიარო კორტეჟი მიაცილებდა მის კუბოს. თითქო მთელი ქალაქი ტორტმანებდა.
ქართველი მწერლები კოცნიდნენ მის ცხედარს. არავის წილად არ ხვდომია ამდენი ამბორი გარდაცვალების შემდეგ.
სამი დაკრძალვა მახსოვს ასეთი დიადი.
როცა ვანო სარაჯიშვილს ასაფლავებდნენ, ყველამ იცოდა, რომ ეთხოვებოდნენ სიმღერას.
როცა ნატო ვაჩნაძის ფერფლმა ჩაიარა მოედანზე, ვიღაც უცხომ იკითხა – ვის ასაფლავებენო. მას ერთხმად უპასუხეს:
- სილამაზეს!
გალაკტიონ ტაბიძის დასაფლავება კი სიტყვის მუსიკის გამოტირება იყო.
სხვებთან ერთად მეც გულმოკლული და ღრმად შეძრწუნებული მივაცილებდი სამარემდე მის ძვირფას კუბოს და მეჩვენებოდა, თითქოს ლერწამი დაიმსხვრა და გობელენი სამუდამოდ დაიკეცა”. – (ავტორი გენია.ჯი)