“ყავისფერი დილა” - ფრანგულ ენაზე ”Matin brun”,წარმოადგენს დიდი ფრანგი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ფრანკ პავლოფის,მიერ 1997 წლის დეკემბერში დაწერილ ნოველას,რომელიც 1998 წელს გამოქვეყნდა და მალევე გამოქვეყნებიდან ევროპაში ბესცელერად იქცა.2002 წელს კი საფრანგეთის მასშტაბით ყველაზე წაკითხვად ნაწარმოებად დასახელდა. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად წიგნის სიუჟეტი ანტიფაშისტურია და იგი ერთგვარი მანიფესტია პოლიტიკური ერთაზროვნების წიინააღმდეგ.გარდა ამისა ერთგვარი მეტაფორაა “გერმანიის ფაშისტური პოლიციის სს-ისა,იგივე გესტაპო”.ნოველა სულ 12 ფურცლისაგან შედგება და მისი ფასი მხოლოდ ერთი ევროა.მიუხედავად დაბალი ფასისა,საფრანგეთში ბოლო წლებში ცნობილი ბესცელერების ნუსხაში,იგი საუკეთესო ადგილს იკავებს და სულ წიგნის 1 500 000 ეგზემპლარი იქნა დაბეჭდილი.ამასთანავე ორმოცჯერ იქნა გამოცემული დაწერის და გამოქვეყნების დღიდან.
ნოველის სიუჟეტი ვითარდება ქალაქში,სადაც აკრძალულია კატების ოჯახში ყოლა,მოგვიანებით კი ასევე იკრძალება ძაღლების ყოლა ყველა ფერისა,გარდა ყავისფერისა.სხვა ფერის ცხოველების ყოლა სასტიკად აკრძალულია (სხვა ფერის ძაღლებსა და კატებს ანადგურებდნენ).ნოველის გმირი აღნიშნულ,საოცარ აკრძალვებს მეგობართან – ჩარლისთან ერთად განიხილავს და უკმაყოფილებას ვერ მალავს ქალაქში “ახალი წესების” შემოღებით. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მათი გაოცება მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება,როდესაც გაიგებენ,რომ ერთადერთი გაზეთი ქალაქში,სახელად “ყავისფერი ახალი ამბები” შემორჩა,რადგან სხვა ჟურნალ-გაზეთები დაიხურება.მიზეზი კი ამისა კრიტიკა გახლდათ,გამოთქმული ქალაქში ძაღლების და კატების ფერის გამო ატეხილი აჟიოტაჟისათვის.ფაქტიურად ყავისფერი იმ ქალაქში დომინანტ ფერად იქცევა,რაც ერთგვარი სიმბოლოა ერთფეროვნების და ერთაზროვნებისა.გარდა ჟურნალ-გაზეთებისა ქალაქში აიკრძალება წიგნების გამოცემა და რადიო,რაც სახეა ადამიანთა მიერ გარესამყაროს მოწყვეტისა.სიტყვა “ყავისფერი” ქალაქში უმთავრეს ეპითეტად იქცევა.ერთ დღესაც ნაწარმოების გმირი მეგობარ ჩარლისთან სახლში მიდის და აწყდება სცენას,როდესაც ჩარლის აკავებენ.აღნიშნული დაკავების მიზეზი კი მართლაც ამაზრზენი იყო,მას ბრალი ედებოდა წარსულში შავი ძაღლის ყოლაში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მანამდე გამოიცა კანონი,რომლის თანახმადაც აკავებდნენ ყველა იმ ადამიანს ვისაც ადრე ყავისფერი ძაღლისა და კატის გარდა,სხვა ფერის ეს ცხოველები ჰყავდა.ასევე კიდევ უფრო გასაოცარია ისიც,რომ არა მარტო მეპატრონეებს აკავებდნენ ამის გამო,არამედ მათ ნათესავებსაც კი.საბოლოოდ ნოველა სრულდება იმით,რომ ერთ დღესაც ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირის სახლის კარებზე,გაისმის საშინელი ბრახუნის ხმა (მასაც როგორც სხვა მრავალ ადამიანს,ადრე ჰყავდა სხვა ფერის კატა და ძაღლი,რაც იმ ქალაქში მიღებული კანონით სასჯელს ითვალისწინებდა).
ნოველა მართლაც,ძალიან საინტერესო სიუჟეტის შემცველია და მწერლისვე მოსაზრებით სახეა იმ გერმანული ფაშისტური რეჟიმისა,რომელთაც ყველა ადამიანის გონებაში ერთფეროვნება და ერთაზროვნება უნდა დაენერგათ. (ავტორი გენია.ჯი) ნოველა თარგმნილ იქნა 20 უცხო ენაზე,მათ შორის: ინგლისურად,გერმანულად,ბენგალურად,ესპერანტოზე,ესპანურზე და სხვა ენებზე.მკითხველი კი მისი წაკითხვის შემდეგ ერთგავრი მეტამორფოზებით ცხადად გააცოცხლებს იმ მოვლენებს რასაც ფაშისტური გერმანიის პოლიცია სს-სი სჩადიოდა მოსახლეობის მიმართ.აღნიშნული ნოველა დღესაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მკითხველში და კვლავაც მიმდინარეობს სხვადასხვა გამოცემების მიერ მისი გამოცემა.