“ტოტონაკის ხალხი”
“ტოტონაკის ხალხი” - ინგლისურ ენაზე “Totonac People”,წარმოადგენს მექსიკაში მაცხოვრებელ ინდიელ ხალხს,რომელთა რაოდენობა დღესდღეობით 250 000 ადამიანს შეადგენს.VIII-IX საუკუნეებიდან,ტოტოკაკის ხალხი ცხოვრობენ თანამედროვე პუებლასა და ვერაკრუსის შტატების ტერიტორიებზე (მექსიკა).ძველი წყაროების ზოგიერთ ნაწილში მოხსენიებული გახლდათ ტერმინი “ტოტონაკის კულტურა”,თუმცა ეს ვერსია არასწორია,რადგან ისინი განეკუთვნებოდნენ “ვერაკრუსის კლასიკურ კულტურას”,რომელიც თავის მხრივ I საუკუნიდან VIII საუკუნეებში არსებობდა.აღნიშნული კულტურა კი ფართოდ იყო გავრცელებული იმ ადგილებსა და რეგიონებში,რომლებშიც შემდგომ საუკუნეებში მასიურად ცხოვრობდა “ტოტონაკის ხალხი”. (ავტორი გენია.ჯი) პირველი ევროპელები,რომლებიც მათ ტერიტორიაზე გამოჩდნენ,ტოტონაკის ხალხს საკმაოდ შრომისმოყვარე მიწათმოქმედებად მოიხსენიებდნენ.მათ ძირითად მოჰყავდათ ტროპიკული კულტურის მცენარეები – ბატატი (ტკბილი კარტოფილი.აბილილის გვარის გორგლიანი მცენარე ხვართქლასებრთა ოჯახის) და მანიჰოტი (მცენარეთა გვარი რძიანისებრთა ოჯახის).ტოტონაკის ხალხი ძირითადად ცხოვრობდა სოფლებში და რამდენიმე ქალაქში,მათ შორის – სემპოალაში,ელ-ტაჰინსა და ჰალალში.მიუხედავად ამისა მათ ერთიანი კავშირი არ გააჩნდათ და თითოეულ სოფელს თავისი ბელადი ჰყავდა.