პოლ ემილ შაბასი – “სექტემბრის დილა”
“სექტემბრის დილა” - ფრანგულ ენაზე “Matinee de Septembre”,წარმოადგენს დიდებულ ნამუშევარს,გენიალური ფრანგი მხატვრისა და ილუსტრატორის - პოლ ემილ შაბასისა (1869-1937 წლები).იგი მხატვრის მიერ დახატულ იქნა 1912 წელს.აღნიშნულმა ტილომ სახელი,გარდა შესანიშნავი ნამუშევრისა,საკმაოდ დიდი სკანდალის შემდეგაც კიდევ უფრო გაითქვა და ეს სკანდალი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. (ავტორი გენია.ჯი) შაბასი სურათს სამი წლის მანძილზე ხატავდა და პირველად ფართო პუბლიკისათვის იგი წარმოდგენილ იქნა 1912 წელს პარიზის სამხატვრო სალონში,სადაც,როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი დაჯილდოვებულ იქნა საპატიო მედლით.თუმცა აღნიშნული ტილო რაიმე სენსაციის მომტანი სახვით ხელოვნებაში,იმ პერიოდში საფრანგეთში არ გამხდარა.ერთი წლის შემდეგ ტილო ამერიკაში,კერძოდ ჩიკაგოს სამხატვრო გალერეაში იქნა წარმოდგენილი და იქვე დაიმსახურა მან ჩიკაგოს მერის დიდი ინტერესი და ყურადღება,რომელმაც ტილო სახელწოდებით “სექტემბრის დილა” უხამსური სიუჟრტის მქონე სურათად აღიქვა და სასამართლოში სარჩელიც შეიტანა.სასამართლომ განიხილა ჩიკაგოს მერის სარჩელი,თუმცა იგი არ დააკმაყოფილა და ფაქტიურად მან პროცესი წააგო.აღნიშნულმა ფაქტმა საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია იმ პერიოდის ჟურნალ-გაზეთებში.ხოლო სურათი ამ ისტორიის შემდეგ გადატანილ იქნა ნიუ-იორკის სამხატვრო გალერეაში. (ავტორი გენია.ჯი) 1913 წელს ენტონი კომსტოკმა,რომელიც წარმოადგენდა ცნობილ ამერიკელ საზოგადო მოღვაწეს,სურათის სიუჟეტი ამორალურად მიიჩნია და ამ საკითხზე მან დიდი აჟიოტაჟიც ატეხა.იგი მოითხოვდა,რომ ტილო მისი ამორალური სიუჟეტიდან გამომდინარე,ფართო საზოგადოებისათვის წარმოდგენილი არ უნდა ყოფილიყო.შესაბამისად,პოლ ემილ შაბასის სურათი “სექტემბრის დილა” საკმაოდ სკანდალურ ტილოდ იქცა და მის მიმართ საზოგადოების ყურადღება ერთი-ორად გაზარდა.საბოლოო ჯამში მის მიმართ გამოთქმულმა კრიტიკამ,სურათს დიდი აღიარება და პოპულარობა მოუტანა.იგი მოხსენიებულია დიდი ამერიკელი პროზაიკოსისა და დრამატურგის – უილიამს ტენესის,ბრწყინვალე პიესაში “ორფეოსი ეშვება ჯოჯოხეთში”.დღესდღეობით,პოლ ემის შაბასიეს ცნობილი ტილო “სექტემბრის დილა”,ნიუ-იორკის მსოფლიოში ცნობილ “მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშია” დაცული და მნახველში დიდ მოწონებასაც იწვევს,როგორც ერთ-ერთი შესანიშნავი ტილო პოლ ემილ შაბასის შემოქმედებისა. (ავტორი გენია.ჯი)