“გუისანდოს ხარები”
“გუისანდოს ხარები” - ინგლისურ ენაზე ”Bulls of Guisando”,წარმოადგენს ვერაკოს სახეობას (გრანიტის მეგალითური ძეგლები,როლებშიც ასახულია ცხოველთა ქანდაკებები) და იგი გახლავთ კელტიბერიული სკულპტურები,რომლებიც განთავსებული არიან გუისანდოს ქედზე (ელ-ტემბლოს მუნიციპალიტეტი,ავილას პროვინცია – ესპანეთი).ქანდაკებები შესრულებული არიან გრანიტის ქვით,დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში და გამოსახავენ ოთხფეხა ცხოველებს,რომლებსაც ძირითადად ხარებად მიიჩნევენ,თუმცა არის მოსაზრება,რომ ისინი ღორების ქანდაკებებია. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერთა ვარაუდით “გუისანდოს ხარები” ერთგვარი საკულტო დანიშნულების უნდა ყოფილიყო.აღნიშნული ქანდაკებები,ისტორიული პროცესის “თანამონაწილე” შეიქნა,მაშინ,როდესაც 1458 წლის 14 აპრილს,სწორედ “გუისანდოს ხარებთან” დადებულ იქნა ხელშეკრულება ისაბელ I კასტილიელსა და კასტილიის უკანასკნელი მეფის ენრიკე IV-ის (უძლური) შორის,რამაც ისაბელი ენრიკეს მემკვიდრედ აქცია.ამ შეთანხმებამ კი ფეოდალური ესპანეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი წერტილი დაუსვა ძმათამკვლელ ბრძოლებს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “გუისანდოს ხარები”,არაერთხელ ჰყავს მოხსენიებული გენიალურ ესპანელ მწერალს – მიგელ დე სერვანტესს,თავის უკვდავ ქმნილებაში “დონ კიხოტი”. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა იგი თავის ნაწარმოებებში მოხსენიებილი აქვს,დიდებულ ესპანელ პოეტსა და დრამატურგს – ფედერიკო გარსია ლორკას.”გუისანდოს ხარები” არა მარტო ამ რეგიონის არამედ ესპანეთის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს და იგი ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ და ისტორიულ ფასეულობად მიიჩნევა.