თამარ მეფის პასუხი – რუქნადინს…
რუმის სულთანმა რუქნადინმა,ლაშქარი ერზიჯანში შეკრიბა და საქართველოზე გამოლაშქრების წინ,ყოველთა ქართველთა დედოფალს – თამარს საგანგებო მოციქული გაუგზავნა.მოციქულმა საქართველოს მეფეს კადნიერი წერილი გადასცა,რომელშიც ეწერა:
“მე ნუქარდინ,სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი,მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა,თანამდგომი ღმრთისა,მოვლინებული დიდისა მუჰამედისაგან,მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.
ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართველთად აღებად ხრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დახოცად მუსლიმთა.
და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური.და აწ მე მოვალ,რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ხრმლისა,რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია,ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, (ავტორი გენია.ჯი) რომელმან უწინარეს მოსვლისა ჩემისა თაყუანისმცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარყოს სჯული შენი და ხელითა თსჳითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა,რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოებად, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა,რომელი შეამთხვჳე სპარსთა”. (ავტორი გენია.ჯი)
თამარის პირველ ისტორიკოსთაგან დაცულია ცნობა,რომ რუქნადინის ელჩს წერილის გადაცემის შემდეგ მეფისათვის მიუმართავს “არასაკადრებელი სიტყვებით”:
“უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული,იყოს ხარჭად სულტნისა”.
ამ ამპარტავნული და შეურაცმყოფელი სიტყვების მოსმენის შემდეგ,წარმოდგა დიდი ქართველი მამულიშვილი – ზაქარია მხარგრძელი და ისე ძლიერ “უხეთქა ხელითა პირთა”,რომ რუქნადინის ელჩი მკვდარივით დაეცა ძირს.როდესაც იგი მოასულიერეს და ფეხზე წამოაყენეს,გაკადნიერებულ ელჩს,ზაქარიამ მიმართა:
“თუ მოციქული არა იყავ,პირველად ენისა აღმოუკვეთა იყო შენი სამართალი და მერმედა თავისა,კადნიერად კადრებისთვის.აწ არა არს სიტყუა! ესე წიგნი მიართვი ნუქრადინს და არქვი: ჩუენ მზადა ვართ წყობად და წინამოგებებად,სამართალი ღმრთისა იყავნ”.
ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობით,როდესაც ქართველთა ლაშქარი ერთი დღის სავალზე მიუახლოვდა მტერს,მაშინ გაუშვეს დიდად დასაჩუქრებული სულთნის ელჩი და წერილიც გააყოლეს რუქნადინთან,რომელშიც ეწერა:
“ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან,მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსანისა ჯუარისა მვედრებელმან წავიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი,ნუქრადინო და ვცან სიცრუვენი შენნი,რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილი ხარ,ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა,არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარისა წმიდისა,რომელი შენ ჰგმე.აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა.იყავნ ნება ღმრთისა,ნუ შენი! სამართალი მისი,ნუ შენი!”
P.S. ქართველთა დიდებულმა ლაშქარმა,დიდი თამარისა და შესანიშნავი სარდლების მეოხებით, 1203 წელს მუსრი გაავლო რუქნადინის 400 000-იან ლაშქარს და იგი იძულებული გახადა გაქცეულიყო ბრძოლის ველიდან.საქართველომ კი კიდევ უფრო განიმტკიცა ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში. (ავტორი გენია.ჯი)