რასმუს ბართოლინუსი
რასმუს ბართოლინუსი - დაიბადა 1625 წლის 13 აგვისტოს,დანიის ქალაქ როსკილეში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ (ინტელექტუალთა) ოჯახში.მისი თორმეტი უახლოესი ნათესავი კოპენჰაგენის ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორები გახლდნენ.იგი წარმოადგენდა დიდ დანიელ მეცნიერს,მედიკოს,ანატომს,ფიზიკოსსა და მათემატიკოსს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მას მინიჭებული ჰქონდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორის ხარისხი.სამმა თაობამ ბართოლინუსების გვარისა XVII-XVIII საუკუნეებში,უდიდესი როლი ითამაშა ანატომიისა და ფიზიკის მეცნიერებების განვითარებაში,მათ შორის რასმუსი მამამ – კასპარ ბართოლინუსმა (უფროსი),უფროსმა ძმამ (დიდმა დანიელლმა ანატომმა) – თომას ბართოლინუსმა და მისმა ძმისშვილმა,ცნობილმა ანატომმა და პოლიტიკოსმა – კასპარ ბართოლინუსმა (უმცროსი).რასმუსი ათი წლის მანძილზე ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში იმაღლებდა ცოდნას და სამშობლოსი დაბრუნების შემდგომ კოპენჰაგენის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა,სადაც მას პროფესორის ხარისხი მიანიჭეს კიდეც.ყველაზე დიდი აღიარება რასმუს მოუტანა ანიზოთროპული საშუალებების,სინათლის სხივის ორი კომპონენტად გახლეჩის ეფექტმა,რომელსაც დღესდღეობით “ორმაგი სხივის გარდატეხად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მის სახელთან არის დაკავშირებული სამედიცინო მეცნიერების ისტორიაში პირველად – “პატაუს სინდრომის” აღწერა (თავის ქალის,ნერვული სისტემის,მხედველობის,სმენის ორგანოების და შინაგანი ორგანოების განვითარების თანდაყოლილი მანკების კომპლექსი,რომლებიც განპირობებულია დამატებითი ქრომოსომების არსებობით მე-13 წყვილში).რასმუს ბართოლინუსი გარდაიცვალა 1698 წლის 4 ნოემბერს კოპენჰაგენში.