ფრანსისკო დე სურბარანი
ფრანსისკო დე სურბარანი - დაიბადა 1598 წლის 7 ნოემბერს,ფუენტე-დე-კანტოსის მუნიციპალიტეტში (ესტრემადურას ავტონომიური გაერთიანება – ესპანეთი).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ესპანელ მხატვარს და თვალსაჩინო წარმომადგენელს სევილიური სამხატვრო სკოლისა.სწავლობდა ხუან დე როელასის სამხატვრო სკოლაში,სევილიაში.1617-1618 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ესტრემადურაში,რის შემდეგაც ბრუნდება სევილიაში,სადაც 1633 წლამდე დაჰყო.უკვე 1622 წლისათვის ფრანსისკო საკმაოდ ცნობილი მხატვარი გახლდათ და შეკვეთებაცს იღებდა სხვადასხვა მონასტრებისა და ეკლესიებისაგან.1626-1627 წლებში მხატვარმა დომინიკელთა ორდენის შეკვეთით დახატა 21 ტილო,რომლებიც გაჟღენთილი გახლდათ რელიგიური სიუჟეტებით.მათ შორის იყო გენიალური ნამუშევარი – “ჯვარცმული ქრისტე”.1628-1630 წლებში იმუშავა წმინდა პედრო ნოლასკოსა და წმინდა ბონავენტურას ცხოვრების ამსახველი ციკლის შექმნაზე. (ავტორი გენია.ჯი) 1631 წელს კი ფრანსისკომ შექმნა მისი საუკეთესო ნამუშევარი – “წმინდა თომა აკვილანელის აპოთეოზი”,რომელიც იმთავითვე “შედევრად” იქნა აღიარებული.1634 წელს მხატვარმა მადრიდში იმოგზაურა.ამ პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო ბუენ-რეტიროს სასახლის მოხატვაზე,სადაც უარი თქვა რელიგიურ მოტივებზე და შექმნა ჰერკულესის გმირობებისადმი მიძღვნილი სამხატვრო ციკლი.გარდა ზემოთ აღნიშნული გენიალური ქმნილებებისა,მის ფუნჯს ეკუთვნის ასევე სხვა დიდებული ნამუშევრები: “ქრისტეშობა”,”მოგვთა თაყვანისცემა” და სხვა სურათები.მისი შემოქმედებითი პიკი 1630-იანი წლების ბოლოს დადგა,რა დროსაც მხატვრის პოპულარობამ ზენიტს მიაღწია.მისი ცხოვრების ბოლო ეტაპზე მხატვარი ლირიკული სიუჟეტების მქონე ტილოების ხატვით დაკავდა.1658-1664 წლებში ფრანსისკო მადრიდში ცხოვრობდა.ამ პერიოდში იგი მეგობრობდა უდიდეს ესპანელ მხატვართან დიეგო ველასკესთან.მიუხედავად ამისა,მისი პოპულარობა ნელ-ნელა კლებულობდა და საბოლოოდ შეკვეთებიც შეწყდა,რამაც მისი მატერიალური მდგომარეობის ძლიერ გაუარესება გამოიწვია.ფრანსისკო დე სურბარანი გარდაიცვალა 1664 წლის 27 აგვისტოს,ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში.მისი შემოქმედება კი წარმოდგენილია,მსოფლიოს მრავალ საუკეთესო მუზეუმებსა და გალერეებში. (ავტორი გენია.ჯი)