“ვენეციური გეტო”

“ვენეციური გეტო” - იტალიურ ენაზე “Ghetto di Venecia”,წარმოადგენდა არხებით იზოლირებულ მიწის ნაწილს იტალიის ქალაქ ვენეციის კანარეჯოს რაიონში.ებრაელები ვენეციაში პირველად XII საუკუნეში გამოჩნდნენ და დასახლება კუნძულ ჯუდეკაზე დაიწყეს.1516 წელს,რომის პაპის მოთხოვნის საფუძველზე,ებრაელთა განდევნა დაიწყო ვენეციიდან.ვენეციის რესპუბლიკის “ათეულთა საბჭოს” მიერ მიღებულ იქნა კომპრომისული ვარიანტი,რომლის მიხედვითაც ყველა ებრაელი უნდა გადასახლებულიყო კუნძულ კანარეჯოზე,რომელსაც “Getto Nuovo”-თი მოიხსენიებდნენ.მოგვიანებით გეტოები ეწოდა ყველა ანკლავს,სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) “ვენეციური გეტო” შემოსაზღვრული იყო არხებით და ვანეციას სამი ხიდის მეშვეობით უკავშირდებოდა,რომლებიც საღამოობით “იხურებოდა”.ებრაელები,ექიმების გამოკლებით გეტოს ღამით დატოვება ეკრძალებოდათ.ხიდების დაცვის ფუნქციას კი შეიარაღებული ქრიატიანი მცველები ასრულებდნენ.მოგვიანებით გეტოს დატოვების უფლება ებრაელებს,განსაკუთრებული შემთხვევების დროს უკვე ღამითაც შეეძლოთ,თუმცა თავზე სპეციალური ყვითელი ფერის ქუდებით.აკრძალვა ებრაელებისათვის პროფესიის მხრივ არ ვრცელდებოდა მხოლოდ მედიცინაზე,მანუფაქტურასა და მევახშეობაზე.გარდა ამისა მათ ეკრძალებოდათ კერძო საკუთრების ქონა. (ავტორი გენია.ჯი) მათ არ შეეძლოთ დაკავებულიყვნენ სახვითი ხელოვნებით და სინაგოგებიც ქრისტიანი არქიტექტორების მიერ პროექტდებოდა.ებრაელთა მატებამ გეტოში,მრავალსართულიანი სახლების აგების საჭიროება დააყენა და მათ პირველად ააგეს 8 სართულიანი სახლი,რომელსაც იმ დროს “ვენეციური ცათამბჯენი” უწოდეს.1541 წელს,ებრაელთა მომრავლებამ,ეგრეთწოდებული “ძველი გეტოს” გახსნის აუცილებლობა წარმოშვა,ხოლო 1633 წელს კი “ახალი გეტოსი”.ამ პერიოდისათვის ებრაელთა რაოდენობამ ვენეციაში 5 000 ადამიანს გადააჭარბა და ისინი ორი თემისაგან: აშკენაზებისა და სეფარდებისაგან შედგებოდა.ამავე დროს გეტოების ტერიტორიებზე უკვე 5 სინაგოგა მოქმედებდა.1797 წელს,ნაპოლეონ ბონაპარტიმ ოფიციალურად გაუკეთა ლიკვიდირება “გეტოების კარებებს”,თუმცა ავსტრიელთა ვენეციაში შესვლის შემდეგ იგი ისევ იქნა აღდგენილი.1866 წელს,კი გეტოსა და დანარჩენ ვენეციას შორის საბოლოოდ იქნა დემონტირებული გეტოებიდან გასასვლელები.დღევანდელობაში ძველი გეტოებიდან შემორჩენილია ქვის ფილა (შესასვლელზე),რომელზეც გაკეთებულია წარწერა,თუ რა ეკრძალებოდათ ებრაელებს.გეტოს ტერიტორიაზე თანამედროვე ეპოქაში აგებულ იქნა “ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის” მიძღვნილი მონუმენტი,რომელიც აგებულ იქნა არბიტა ბლასატას მიერ.გარდა ამისა იქვეა ორი,მოქმედი სინაგოგა,რესტორანი,ებრაელთა მუზეუმი და ებრაელთა ბიბლიოთეკა. (ავტორი გენია.ჯი)