“ჯინას მავზოლეუმი”
“ჯინას მავზოლეუმი” - ინგლისურ ენაზე ”Jinnah Mausoleum”,ურდუს ენიდან ითარგმნება,როგორც “ბელადის აკლდამა”.იგი წარმოადგენს უკანასკნელ განსასვენებელს - მუჰამად ალი ჯინასი (1876-1948 წლები),რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ერთ-ერთ “მამამთავარს” პაკისტანის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მისი დამოუკიდებლობისათვის უმთავრეს მებრძოლს.“ჯინას მავზოლეუმი” განთავსებულია პაკისტანის დედაქალაქ ყარაჩიში და მის ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობასაც წარმოადგენს.მისი აგება 1960-იან წლებში დაიწყო და საბოლოო,თანამედროვე სახე 1970 წელს მიიღო.აგებული თეთრი ფერის ძვირფასი ხარისხის მარმარილოთი,რომელსაც ამშვენებს ოთხი მავრიტანული თაღი,რომელთაგანაც შესვლაა შესაძლებელი მავზოლეუმში.გარდა ამისა,მისი გუმბათიც თეთრი მარმარილოსგანაა აგებული. (ავტორი გენია.ჯი) სიმაღლით 43 მეტრია,ხოლო სრული ფართობი პარკის ჩათვლით 53 ჰეკტარზეა განფენილი. (ავტორი გენია.ჯი) მავზოლეუმის შიგნით უზარმაზარი ბროლის ლუსტრა ჰკიდია,რომელიც პაკისტანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ აჩუქა.მემორიალური დაფა,რომელზეც მაჰამედ ჯინას სახელია ამოტვიფრული ვერცხლისაა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მავზოლეუმს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს,რათა პატივი მიაგონ პაკისტანის ეროვნულ გმირსა და ამ ქვეყნის დამაარსებელს – მუჰამად ალი ჯინას.მავზოლეუმი ოფიციალურად არის აღჭურვილი სახელმწიფო დაცვით და მას პაკისტანის სახელმწიფო იცავს.