საგუარო – (კარნეგია)
საგუარო - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც“კარნეგია”,წარმოადგენს მონოტიპური სახეობის კაქტუსისებრთა ოჯახის მცენარეს,რომლის სხეულის ზომები არა ნაკლებია,ვიდრე ჩვეულებრივი ხის.მისი გავრცელების ძირითად არეალებს წარმოადგენს მექსიკა,არიზონასა და კალიფორნიის შტატები.სახელწოდება “კარნეგია” აღნიშნულმა მცენარემ,ცნობილი ამერიკელი მეწარმის,ფილანტროპისა და მულტიმილიონერის – ენდრიუ კარნეგის,საპატივცემულოდ მიიღო.თუმცა მას ასევე მოიხსენიებენ,როგორც “საგუარო”. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი საკმაოდ ხანგრძლივად მაცოცხლებელ კაქტუსთა სახეობის მცენარეა და საშუალოდ 75 წელიწადს ხარობს.განსაკუთრებულ შემთხვევებში კი 150 წელიწადსაც კი.მისი სიმაღლე 15 მეტრამდეა და გარკვეული ზრდასრული ეგზემპლარების მასა 6 ტონიდან – 10 ტონამდე მერყეობს.მის ყვავილებზე განთავსებული მტვრიანების რაოდენობა 2 500-მდეა.ცნობილია ისიც,რომ ამერიკის შტატ არიზონაში,ველურად მზარდი “საგუაროს” მოჭრა კანონით იკრძალება და ის ვინც მას ან მოჭრის,ან კიდევ დააზიანებს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.1982 წელს დაფიქსირდა მოვლენა,რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკაში. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,27 წლის დევიდ გრანდმენმა და მისმა მეზობელმა გადაწყვიტეს “საგუაროსათვის” ტყვია ესროლათ.მათ ამისათვის 8 მეტრი სიმაღლის ასწლოვანი “საგუარო” ამოარჩიეს.გასროლის შდეგად იგი წაიქცა და გრანდმენს დაეცა,რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.ამ ისტორიის შემდგომ ფაქტიურად აკრძალულ იქნა “საგუაროს” მოჭრა და დაზიანება.