ჰიპოკრატე – “ეპიზოდი”
გენიალური ძველბერძენი ექიმი,ანტიკური ხანის მედიცინის რეფორმატორი და “მედიცინის მამად” წოდებული - ჰიპოკრატე (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 460-377/356 წლები),ცხიმს (ქონს),ნებისმიერი ავადმყოფობის პირველსაწყისად მიიჩნევდა.ამის გამო იგი განურჩევლად,ნებისმიერ პაციენტს ურჩევდა და რეკომენდაციას აძლევდა,რომ დაეცვათ ეგრეთწოდებული “შიმშილის დიეტა”.იმ პაციენტებს,რომელთაც სახსრები აწუხებდათ,დიადი მკურნალი ვეზუვზე (ვულკანი ნეაპოლის აღმოსავლეთით,რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1281 მეტრია) ფეხით გზავნიდა,სადაც ისინი “განსაკუთრებული ჰაერით” ისარგებლებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ჰიპოკრატეს უსაყვარლეს მცენარედ ალოე მიიჩნეოდა.იგი სერიოზულად ფიქრობდა და მიიჩნევდა იმას,რომ ბერძნებს როგორმე უნდა დაეკავებინათ,ულამაზესი კუნძული ინდოეთის ოკეანეში – სოკოტრა,რადგან ამ კუნძულზე ადგილობრივ მოსახლეობას ალოეს მთელი პლანტაციები ჰქონდა გაშენებული. (ავტორი გენია.ჯი)