ლუი პასტერის “გასაოცარი წინაპირობა”
უდიდესი ფრანგი მეცნიერი,რომელსაც არ მიუღია არანაირი სამედიცინო და ბიოლოგიური განათლება - ლუი პასტერი (1822-1895 წლები) და რომლის ნაშრომებმაც საფუძველი ჩაუყარა მიკრობიოლოგიის,როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების განვითარებას და მიენიჭა “ნობელის პრემია”,საკმაოდ საინტერესო ისტორიის თანამონაწილე გახლდა.კერძოდ საქმე ეხება იმ პერიოდს,როდესაც ლუი პასტერი “ქათმის ქოლერის” ბაქტერიებს იკვლევდა. (ავტორი გენია.ჯი) მუშაობის პროცესში,მის წინაშე წარსდგა,მისთვის სრულიად უცნობი ახალგაზრდა,რომელმაც თავი ვინმე ვილმოჟის სეკუნდანტად წარუდგინა.მან ლუი პასტერს გადასცა ვილმოჟის შემოთავაზება დუელში მონაწილეობის შესახებ,რადგან როგორც თავად ვილმოჟი მიიჩნევდა,პასტერი მის ღირსებას აუგად შეხებია.აღნიშნული შეურაცყოფის ფაქტი პასტერისათვის სრულიად უცხო იყო,თუმცა როგორც წესი დუელზე უარის თქმა მის ღირსებას არც თუ ისე კარგად წარმოაჩენდა.ამიტომ მან საკმაოდ ჭკვიანური გამოსავალი იპოვა და სეკუნდანტს მიმართა: “რადგან მე მიწვევენ დუელში,სრული უფლება მაქვს თავად ავირჩიო იარაღი.აი შეხედე ამ ორ კოლბას: ერთში “ჭირის ბაქტერიებით” სავსე სითხეა,ხოლო მეორეში სრულიად სუფთა წყალი.თუ კი ის ადამიანი,რომელმაც თქვენ ჩემთან გამოგგზავნათ,დათანხმდება ჩემს მიერ შეთავაზებულ დუელის პირობას,მაშინ მან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი კოლბა დასალევად,ხოლო რომელიც დარჩება ომ ორი კოლბიდან,მას მე დავლევ. (ავტორი გენია.ჯი) გპირდებით,რომ აღნიშნული კოლბებიდან,ჭირის ბაქტერიების შემცველი სითხის დალევის შემთხვევაში,სიკვდილი გარდუვალი იქნება”.