ბენოცო გოცოლი
ბენოცო გოცოლი - დაიბადა 1421 წელს ფლორენციაში,თერძის ოჯახში.მისი ნამდვილი სახელი გახლდათ – ბენოცო დი ლეზე დი სანდრო და იგი წარმოადგენდა დიდებულ იტალიელ მხატვარს და ავტორს მრავალრიცხოვანი ციკლის ფრესკებისა.სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო ჰიბერტის ცნობილ სახელოსნოში.მისი გენიალური ნიჭი მხატვრობისა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალევე ლორენცო ჰიბერტისთან და ვიტორიო ჰიბერტისთან ერთად,1444 წელს მუშაობა დაიწყო,ფლორენციული ბაპტისტერიისათვის ბრინჯაოს კარის დამზადებაზე,რომლის სახელწოდებაც გახლავთ “სამოთხის კარი”. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით (1444-1445 წლები) ადრეული აღორძინების თვალსაჩინო წარმომადგენელთან – ფრა ბეატო ანჯელიკოსთან ერთად მუშაობა დაიწყო ფლორენციაში მდებარე სან-მარკოს მონასტერში.1450 წლიდან კი სრულიად დამოუკიდებლად იწყებს მოღვაწეობას და 1456-1459 წლებში ცენტრალური იტალიის სხვადასხვა რეგიონებში მუშაობდა.მის მიერ ამ პერიოდში გაკეთებული იქნა,ქალაქ პერუჯაში მდებარე საკათედრო ტაძარში საკურთხეველი.1458 წელს მონაწილეობა მიიღო,რომის პაპის პიუს II-ის კორონაციისათვის დეკორაციების დამზადებაში.1459 წელს ბენოცო ფლორენციაში მიწვეულ იქნა მედჩების მიერ და ამავე პერიოდში მათივე დაკვეთით იწყებს მუშაობას,ცნობილი “მოგვების კაპელას” კედლების მოხატვაში.სიუჟეტი აღნიშნული ფრესკებისა,გახლდათ მოგვების მოგზაურობა და გარდა მოგვებისა,მათზე მან მედიჩის ოჯახის წევრებიც გამოსახა.1463 წლიდან იწყებს “წმინდა ავგუსტინეს”,ცხოვრებიდან 17 სიუჟეტისაგან შემდგარი ციკლზე მუშაობას.1464 წელს დაასრულა წმინდა სებასტიანის ფრესკის მოხატვა.1471 წელს ბენოცომ ლუვრის სასახლეში,დახატა “ტრიუმფი წმინდა თომა აკვინელისა”. (ავტორი გენია.ჯი) 1465-1485 წლებში პიზაში მდებარე კაპოსანტოს ცნობილ სასახლეში მუშაობდა – 25 სერიისაგან შემდგარი ფრესკების მოხატვაზე.1944 წელს აღნიშნული ფრესკების უმრავლესობა განადგურებულ იქნა,მეორე მსოფლიო ომის პერიოდის დაბომბვებიდან გამოწვეული ხანძრის შედეგად.იტალიასი საფრანგეთის მეფის შარლ VIII-ს შეჭრის შემდეგ,იგი იძულებული გახდა პიზიდან გახიზნულიყო და კვლავ მშობლიურ ფლორენციაში გადაბარგებულიყო.1497 წელს,ბენოცო მიემგზავრება ქალაქ პისტოიაში,სადაც მისი ვაჟები მუშაობდნენ.1497 წლის 4 ოქტომბერს,ბენოცო გოცოლი გარდაიცვალა “შავი ჭირის” შედეგად და იგი დაკრძალულ იქნა სან-დომენიკოს მონასტერში.