ამონიოს საკასი
ამონიოს საკასი - დაიბადა 175 წელს ალექსანდრიაში (ეგვიპტე),ღარიბი გლეხის ოჯახსი.იგი წარმოადგენდა იმ პერიოდის გამოჩენილ ძველბერძენ ფილოსოფოსსა და სწავლულს.ზუსტი ცნობები მისი ბიოგრაფიის შესახებ არ მოიპოვება,თუმცა დამტკიცებული ფაქტია,რომ ამონიოსი,მასწავლებელი გახლდათ,ნეოპლატონიზმის ფუძემდებლისა და ანტიკური მსოფლიოს უდიდესი ფილოსოფოსის – პლოტინუსის,დაახლოებით 232-242 წლებში. (ავტორი გენია.ჯი) გარდა პლოტინუსისა,მის მოსწავლეებად მიიჩნევიან,ისეთი დიდი მეცნიერები იმ ეპოქებისა,როგორებიც იყვნენ – პუბლიუს ჰერენიუს დეკსიპუსი და ორიგენე.არის ასევე მოსაზრება,რომ მის მწაფეებს შორის უნდა ყოფილიყო – ევტოკიოს ასკალონიელი,თუმცა ეს დადასტურებული ცნობა არ გახლავთ.თეოდორიტეს გადმოცემის თანახმად,ამონიოსი ალექსანდრიის პორტში,მტვირთავად მუშაობდა და სწორედ აქედან მიიღო სახელი “საკასი”,რაც ბერძნული თარგმანით “ტომარას აღნიშნავს.მეორე ვერსიის თანახმად,მას თეოდიდაკტოსად მოიხსენიებდნენ,რაც “ღვთისგან შესწავლილს” აღნიშნავს.ამონიოსი საკმაოდ ღრმად გაეცნო ძველბერძნულ ფილოსოფიას,თუმცა უარი განაცხადა ქრისტიანული რელიგიის მიღებაზე. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მეორე ვერსიის თანახმად,კერძოდ იერონიმესა და ევსები კესარიელის გადმოცემით,ამონიოსი ქრისტიანი იყო მთელი მისი ცხოვრების მანძილზე და არასოდეს უარყვია ქრისტიანული რელიგია.თუმცა,თუ იმ ფაქტით ვიმსჯელებთ,რა გავლენა იქონია პლოტინუსზე მისმა სწავლებებმა,ალბათ ვირწმუნებთ,რომ იგი მართლაც გულმხურვალე ქრისტიანი იყო.ჰიეროკლე ალექსანდრიელისა და ნემეზიოსის ცნობების თანახმად,საკასი ირწმუნებოდა,რომ პლატონისა და არისტოტელეს სწავლებები არსებითად თანხვედრია ერთმანეთთან.მანვე გვამცნო,რომ ნეოპლატონიზმის და პლატონზმის იდეის სინთეზი,არამატერიალური სულის და არისტოტელიზმისა,წმინდა კოსმოსური გონება-საწყისია და მისი ერთგვარი განმჭვრეტიცაა.ამონიუს საკასმა შექმნა ფილოსოფიური სისტემა,რომლის მიზანიც გახლდათ სინთეზი ფილოსოფიასა და იმ დროისათვის ცნობილ რელიგიებს შორის.ის არის ავტორი ერთადერთი უნივერსალური პრინციპისა “საერთო ეთიკური სისტემის”. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამონიოსი და მისი მოწაფეები იყვნენ პირველები,რომელთაც ხმარებაში შემოიღეს პირველად ტერმინი “თეოსოფია” (ღვთაებრივი სიბრძნე).ამონიოს საკასი გარდაიცვალა 242 წლეს,ალექსანდრიაში.მისმა ნაშრომებმა და მოღვაწეობამ კი დიდი გავლენა იქონია,შემდგომი თაობების ფილოსოფოებსა და მეცნიერებზე.