არისტოტელეს “დარიგება” ალექსანდრე მაკედონელს…
გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი – არისტოტელე,ერთ დღეს თავის მოსწავლეს და ჯერ კიდევ ყმაწვილს – ალექსანდრე მაკედონელს გაუწყრა და ასეთი დარიგება მისცა:
- ყოველთვის კარგად დაიხსომე,რომ შენი საიდუმლო ორ ადამიანს არასოდეს გაანდო.საიდუმლოს გაჟონვის შემთხვევაში,ძალიან რთული იქნება დაადგინო,თუ რომლის მიერ იქნა იგი გამჟღავნებული.თუკი ორივეს დასჯი,ამ შემთხვევაში დასჯი იმ ერთ მათგანსაც,რომელსაც საკმაოდ კარგად ძალუძს საიდუმლოების შენახვა და ფაქტიურად შენი ერთგულიც არის,ხოლო თუკი ორივეს შეიწყალებ,მაშინ შეურაცყოფას მიაყენებ იმას,რომელსაც შესაწყალებელი არაფერი სჭირს. (ავტორი გენია.ჯი)