ტიციანო ვეჩელი – “პიეტა”
“პიეტა” - იტალიურ ენაზე “La Pieta”,წარმოადგენს XVI საუკუნის იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის წამყვანი,გენიალური მხატვრის -ტიციანო ვეჩელის (1488-1576 წლები),იგივე ტიციანის მიერ,დაახლოებით 1575-76 წლებში,ტილოზე ზეთის საღებავით შესრულებულ შედევრ-სურათს და ერთ-ერთ უკანასკნელ ტილოს,მისი ბრწყინვალე შემოქმედებისა.სურათის სიმაღლე 389 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 351 სანტიმეტრს შეადგენს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “პიეტაზე” მუშაობა ტიციანმა ვერ დაასრულა,რადგან იგი იმ პერიოდში გარდაიცვალა და სურათს საბოლოო სახე,დიდმა იტალიელმა მხატვარმა – ჯაკომო პალმამ მისცა. (ავტორი გენია.ჯი) ტილოზე გამოსახულია დიდი ნიშა,სადაც მკვეტღად არიან გამოსახული “წმინდა მარიამი”,რომლის მკლავებზეც არის გადასვენებული იესო ქრისტეს სხეული,რომლის წინაშეც მუხლმოდრეკილი სახითაა წარმოდგენილი ნიკოდიმე.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ ნიკოდიმეს სახით მხატვარმა ტილოზე საკუთარი თავი ასახა.მარცხენა მხარეს კი გამოსახულია მარიამ მაგდალინელი. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახული ფიგურები კი ერთგვარად ჰქმნიან იდეალური სამკუთხედის ფორმას.დღესდღეობით,ტიციანო ვეჩელის უკანასკნელი ნამუშევარი “პიეტა”,დაცულია მსოფლიოში ცნობილ “ვენეციის სამხატვრო მუზეუმში”.