ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”
1809 წელს,მაშინ როდესაც საფრანგეთის იმპერატორის - ნაპოლეონ ბონაპარტისათვის (1769-1821 წლები),ცნობილი გახდა ხმები ავსტრიელთა და ფრანგთა შორის წარმოქმნილი განხეთქილების და ავსტრიელთა გამალებული შეიარაღების შესახებ.ამ მიზეზთა გამო ნაპოლეონმა თავისთან აუდიენციაზე უხმო,ცნობილ ავსტრიელ დიპლომატს,სახელმწიფო მოხელესა და ავსტრიის ელჩს საფრანგეთში 1809-1821 წლებში – კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხს.ნაპოლეონის ბრძანებისამებრ – მეტერნიხი ეწვია საფრანგეთის იმპერატორს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ შეხვედრას უამრავი სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდა.როდესაც იგი ნაპოლეონს მიეახლა,იმპერატორმა ყველას გასაგონად მეტერნიხს ხმამაღლა მიმართა:
“გავიგე,რომ თქვენ იარაღდებით: და თუ კი ეს ჩემს საწინააღმდეგოდ იქნება მიოართული,იცოდეთ,რომ თქვენი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ და მხოლოდ ქალებს გამოვუშვებ”.
ასეთი სიტყვა ნაპოლეონისა,მრავალი ქვეყნის ელჩთან თანდასწრებით,მართლაც რომ უდიდესი დამცირება იყო არა მარტო მეტერნიხისა,არამედ მთელი ავსტრიის სახელმწიფოსთვისაც და ერთგვარად გამოხატავდა ნაპოლეონის დამოკიდებულებას ავსტრიის სახელმწიფოს მიმართ. (ავტორი გენია.ჯი)