კერი პეკერი – “ეპიზოდი”

კერი პეკერი (1937-2005 წლები),წარმოადგენდა ავსტრალიელ “სპილენძის მაგნატს” და ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს არა მარტო ავსტრალიისა,არამედ მთელი მსოფლიოსიც კი.

იგი არაერთხელ იქნა შეყვანილი “Forbes” მიერ შედგენილ პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა ნუსხაში.საბოლოოდ კი მისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში კერის ქონებამ 5 მილიარდი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით იგი 100 უმდიდრეს ადამიანს შორის,რიგით 96-ე ადგილზე გაიყვანა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა,რომ პეკერი უმდიდრესი ადამიანი იყო,იგი წარმოადგენდა “აზარტული თამაშებით” განსაკუთრებულად გატაცებულ პიროვნებასაც და აზარტული თამაშების ისტორიაში,როგორც ერთ-ერთი “უიღბლო მოთამაშის”,სახელითაც დამკვიდრდა.მისი გატაცება აზარტული თამაშებით იმდენად დიდი იყო,რომ მას 150 უმდიდრეს მოთამაშის (ვეშაპები) გვერდით,მოიხსენიებდნენ (შეიხები,მილიარდელები,მულტიმილიონრები და ასე შემდეგ).ნებისმიერი კაზინოსათვის მისი სტუმრობა “დიდი პატივი” იყო და ცნობილია,რომ პეკერს ნებისმიერი ცნობილი კაზინო “საკრედიტო ხაზით” 5 მილიონის მიცემაზეც კი არ ეუბნებოდა უარს,რადგან ყველამ იცოდა მისი ფინანსური შესაძლებლობები.”სპილენძის მაგნატი” – კერი პეკერი,საშუალოდ წელიწადში ოთხჯერ სტუმრობდა ლას-ვეგას,სადაც რაღა თქმა უნდა ვიზიტის მიზანი “აზარტული თამაშები” გახლდათ.მისთვის 100 – 150 ათას დოლარიანი ფსონები,ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.თავდაპირველად,როგორც წესი იგი ხშირად იმარჯვებდა.1995 წლის მაისში,მოიგო ბლექ-ჯეკი 19,5 მილიონი დოლარის ოდენობით.ასეთი დიდი თანხის მოგების შემდეგ,მან კაზინოს მომსახურე პერსონალი 1,3 მილიონი დოლარით დაასაჩუქრა.გარდა ამისა დაფიქსირებულ იქნა სიტუაცია,როდესაც კერიმ,კაზინოს ერთ-ერთ მომსახურე ოფიციანტს,რომელმაც ჩაი მიართვა – 120 000 დოლარის ფიშკები გადასცა საჩუქრად. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით პეკერი,ისევე როგორც უმეტესობა აზარტული თამაშების მოყვარულებისა მარცხს მარცხზე განიცდიდა და იგი საკმაოდ დიდ თანხებს აგებდა.თუმცა “ყველზე უიღბლო მოთამაშის” სახელი,მან 2000 წელს მას შემდეგ მიიღო,რაც ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში ვიზიტისას პოკერში,სამ დღეში – 40 მილიონი დოლარი წააგო.კერი პეკერი გარდაიცვალა 2005 წლის 16 დეკემბერს.თუმცა იგი დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე “უიღბლო” მოთამაშეთ აზარტული თამაშების ისტორიაში.მის მიერ წაგებული თანხები კი არაერთ ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენს.