ზიგმუნდ ფროიდის ნააზრევი…
„ძალიან მინდა, რაც შეიძლება შორს გავეცალო ქექვას ადამიანურ ჭუჭყში”.
* * *
„ბედნიერება ძალიან ძველი ოცნებების დაგვიანებული ასრულებაა. სწორედ ამიტომაც გვახარებს ასე ნაკლებად სიმდიდრე. ბავშვობაში ჩვენ ფულზე არ ვოცნებობდით”.
* * *
„ერთი მხრივ, ჩვენ არ უნდა მოვიწონოთ თავი საკუთარი წარმატებებით, მეორე მხრივ კი, – არც უარესზე ლაპარაკი ღირს, მართლა რომ არ მოხდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საქმე ის არის, ბედნიერებით ჩვენ მხოლოდ უბედურების მოახლოებისას ვამაყობთ და უბედურების ეს წინათგრძნობა ტრაბახის ფორმას იღებს, ასეთ შემთხვევაში, ჯერ ფაქტები ჩნდება, მერე გრძნობები”.
* * *
„ადამიანებს აქვთ მიზნები, რომელთა მიღწევასაც ისინი ზოგჯერ ისე ცდილობენ, რომ ეჭვიც არ უჩნდებათ”.
* * *
„ვერაფრით გამიგია, რატომ არ შეიძლება, სიბრძნე, რომელიც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილების პროდუქტია, მეცნიერების ნაწილი იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)