ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი – “ეპიზოდი”
ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (1788-1824 წლები),წარმოადგენდა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ პოეტსა და რომანტიკოსს.მიუხედავად მისი ავადმყოფობისა,იგი საკმაოდ ექსცენტრიული ხასიათით გამორჩეული პიროვნება იყო და ახასიათებდა ექსტრავაგანტულობა,სიმამაცე და სხვა თვისებები,რომელიც საერთო ჯამში მისი პიროვნების მიმართ კიდევ უფრო დამაინტრიგებელ ინტერესს იწვევდა.ჯორჯ ბაირონი გარდა პოეზიისა,გამორჩეული გახლდათ ცხოველებისადმი დიდი სიყვარულით.კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ,მან გადაწყვიტა თავისი საყვარელი ძაღლი წაეყვანა სასწავლებელში,თუმცა ეს უნივერსიტეტის მიერ ოფიციალურად იყო აკრძალული.მიუხედავად მრავალი მცდელობისა და მის მიერ მჭერმეტყველობით წარმოთქმულმა შესანიშნავმა ფრაზებმა,უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გული ვერაფრით მოიგო და მას მკაცრი უარი ეთქვა კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ძაღლის ყოლის უფლებაზე და თან განემარტა,რომ უნივერსიტეტის ოფიციალური შიდაგანაწესი კატეგორიულად კრძალავდა ძაღლის შეყვანას კემბრიჯის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. (ავტორი გენია.ჯი) გაბრაზებულმა ბაირონმა,საიდანღაც შეძლო პატარა დათვის ბელის შესყიდვა და იგი მის ოთახში მალულად წაიყვანა.რამდენიმე დრეში,ბაირონის ოთახთან სტუდენტების რიგი არ წყდებოდა და ყველას სურდა დათვის ბელის ნახვა.რაღა თქმა უნდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ბაირონი ადმინისტრაციაში იქნა დაბარებული.როდესაც მას საყვედური გამოუცხადეს ამის გამო და თან დათვის ბელის გაშვება მოთხოვეს,ბაირონმა მათგან მოითხოვა შინაგანაწესის ჩვენება,როდესაც გულდასმით გადაიკითხა იგი,კემბრიჯის უნივერსიტეტის მმართველ საბჭოს მიმართა,რომ მისთვის ეჩვენებინათ ის პუნქტი,სადაც დათვის ბელის შემოყვანა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აკრძალული იყო.რაღა თქმა უნდა ასეთი რამ შიდაგანაწესში არ ეწერა,რადგან მის შემქმნელებს აზრად ალბატ არასდროს მოუვიდოდათ ის,რომ ოდესღაც ამ უდიდეს ცოდნის ტაძარში დათვის ბელს მიიყვანდნენ.გაოგნებულმა უნივესიტეტის ადმინისტრაციამ ფაქტიურად ‘მარცხი” განიცადა ბაირონთან და მას უფლება მისცეს დათვის ბელის ყოლისა,უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.მას შემდეგ ჯორჯ ბაირონმა მთელი სტუდენტური წლები კემბრიჯში სწავლისა,დათვთან ერთად გაატარა. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც ჯორჯ ბაირონმა სწავლა დაამთავრა და დათვთან ერთად დატოვა უნივერსიტეტი,ადმინისტრაციის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და მას შემდეგ კემბრიჯის უნივერსიტეტში,ასეთი ექსცენტრიული და საოცარი მოვლენა არც ერთ სტუდენტს არ ჩაუდენია.