კაროლინა ლუკრეცია გერშელი

კაროლინა ლუკრეცია გერშელი - დაიბადა 1750 წლის 16 მარტს,გერმანიის ქალაქ ჰანოვერში,სამხედრო მუსიკოსის ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ანგლო-გერმანელ ასტრონომ ქალს,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ახალი კომეტის აღმოჩენა,რაც პირველი ოფიციალური შემთხვევა არის ასტრონომიის ისტორიაში,ქალი-მეცნიერის მიერ კომეტის აღმოჩენისა.კაროლინას მამა თავიდანვე ცდილობდა,რომ ხუთივე შვილისათვის მუსიკალური განათლება მიეცა და ამ მხრივ იგი ძალ-ღონეს არ იშურებდა.თუმცა 1772 წელს,კაროლინა უფროსი ძმის – უილიამ გერშელის მიერ მიწვეულ იქნა ინგლისში.უილიამი შემდგომში ერთ-ერთი უდიდესი ასტრონომი ხდება იმ პერიოდის ევროპისა. (ავტორი ფგენია.ჯი) კაროლინა გაემგზავრა ინგლისში და იქ ცხოვრება მას 40 წლის მანძილზე მოუწია.თავდაპირველად,როგორც მომღერალს არაერთი მუსიკალური კომპოზიცია შეუსრულებია სცენაზე და ინგლისში ჩასვლიდან მხოლოდ რვა წლის შემდეგ იწყებს ასტრონომიის გატაცებულ – უილიამთან მუშაობას,თანაშემწედ.იგი ერთგავარდ უილიამის ასისტენტის ფუნქციას ასრულებდა და მის მიერ ჩატარებული ყველა კვლევებისა და აღმოჩენების შესახებ იწერდა ინფორმაციებს.თავისუფალ დროს,კაროლინა თავად აკვირდებოდა ზეცას და 1783 წელს,მან აღმოაჩინა სამი ახალი ნისლეულები (ვარსკვლავთა შორისი ღრუბელი,რომელიც მტვრის,გაზისა და პლაზმისაგან შედგება).1786 წელს კი აღმოაჩინა ახალი კომეტა,ტაც ასტრონომიის ისტორიაში ქალი-მეცნიერის მიერ პირველი აღმოჩენილი კომეტა იყო.ძმის – უილიამ გერშელის გარდაცვალების შემდგომ,1822 წელს იგი ბრუნდება მშობლიურ ჰანოვერში,თუმცა კვლავ აქტიურად მუშაობდა ასტრონომიული განხრით.1828 წელს დაასრულა კატალოგის შექმნა,სადაც აღწერილი იყო 2 500 ვარსკვლავური ნისლეული და ამ ნამუშევრის გამო,ლონდონის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების მიერ დაჯილდოებულ იქნა ოქროს მედლით. (ავტორი გენია.ჯი) 1835 წელს,კი არჩეულ იქნა ამავე საზოგადოების სრულუფლებიან წევრად.1838 წელს კაროლინა,ირლანდიის სამეფო-სამეცნიერო აკადემიის წევრადაც აირჩიეს.კაროლინა ლუკრეცია გერშელი გარდაიცვალა 1848 წლის 9 იანვარს ჰანოვერში,სადც იქნა კიდეც დაკრძალული.მისი სახელი კი ეწოდა 1888 წელს აღმოჩენილ კრატერს მთვარეზე და ასტეროიდს,სახელწოდებით “ასტეროიდი (281) ლუკრეცია”.