უილიამ პენ ედერ “უილ” როჯერსი – “ეპიზოდი”
უილიამ პენ ედერ “უილ” როჯერსი (1879-1935 წლები) – წარმოადგენდა გამოჩენილ ამერიკელ კომიკოს მსახიობს,ჟურნალისტსა და კოვბოის,რომელიც ყველაზე ცნობილი პიროვნება გახლდათ თავის დროზე “ინდიელთა ტერიტორიებისა” (თანამედროვე ოკლაჰომას შტატი).მან პატარაობიდანვე,ბრწყივალედ შეისწავლა ცხენზე ჯდომა და ვირტუოზულად დაეუფლა ქამანდის ტყორცნას. (ავტორი გენია.ჯი) უილიამი “გინესის რეკორდების წიგნის” ბინადარიც კი გახლდათ,რადგან მას ერთადერთს შეეძლო,ერთბაშად ეტყორცნა სამი ქამანდი ისე,რომ მიზანს არც ერთს არ ააცილებდა.დიდი მოყვარული გახლდათ მოგზაურობების და სამჯერ იმოგზაურა დედამიწის გარშემო.გარდა ამისა 71 კინოფილმში მიიღო მონაწილეობა.გაზეთებისათვის წერდა სტატიებსაც და სულ მის მიერ დაწერილმა სტატიებმა ამა თუ იმ გაზეთში 4000 სტატიას მიაღწია.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იმ პერიოდის “ჰოლივუდში” უილიამი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი) უილიამ როჯერსი გარდაიცვალა 1935 წლის 15 აგვისტოს,ალიასკასთან ახლოს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.მის მიერ გამოთქმული მრავალი მოსაზრებიდან და გამონათქვამიდან კი დღემდე,ყველაზე ცნობილ გამონათქვამად ქვემოთ მოყვანილი მოსაზრება მიიჩნევა: