“ჯენოვეზეს სინდრომი”
“ჯენოვეზეს სინდრომი” - ასევე მოიხსენიებენ,როგორც “მოწმის ეფექტი”,წარმოადგენს ადამიანის ფსიქოლოგიურ ეფექტს,რომელიც გამოხატავს იმ ადამიანების მოქმედებებს,რომლებიც ვარდებიან საგანგებო მდგომარეობაში (ხდებიან თვითმხილველები ძარცვა,მკვლელობა,ჩხუბი და სხვა მსგავსი სიტუაციები),რა დროსაც მათდა უნებურად ხდებიან თვითმხილველი (მოწმეები) ამა თუ იმ საშინელი მოვლენისა და არ იღებენ არანაირ ზომებს,მის აღსაკვეთად.დადგენილია,რომ არსებობს ისეთ ადამიანთა გარკვეული კატეგორია,რომლებიც ასეთი მოვლენების უნებური მოწმეები ხდებიან,თუმცა სხვებისაგან განსხვავებით მიიჩნევენ,რომ ეს მათი საქმე არ გახლავთ,შესაბამისად თვლიან,რომ იგი სხვამ უნდა აღკვეთოს და არა თავად. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად მათი მოქმედება,ერთგვარად გამოსახავს ჩადენილ გულგრილობას მის თვალწინ დატრიალებული მოვლენებისადმი.პირველი ფორმულირება,როგორც ფსიქოლოგიური ფენომენისა – “ჯენოვეზეს სინდრომი”,დაფიქსირებულ იქნა 1964 წელს,კეტრინ სიუზან ჯენოვეზეს შემთხვევის შემდეგ.კეტრინი გახლდათ იტალიური წარმომავლობის ამერიკელი გოგონა,რომელსაც 1964 წლის 13 მარტს,სახლში მიმავალს,მას შემდეგ რაც ავტომანქანა ფარეხში დააყენა,თავს დაესხა ვინმე – უინსტონ მოზლი,რომელმაც დანა ორჯერ დაარტყა ზურგში.რის შემდეგაც დაჭრილმა და შეშინებულმა გოგონამ შეძლო გაქცეულიყო და ყვირილით ხმა მიეწვდინა მეზობლებისათვის,რის შემდეგაც მდევარი გაიქცა.თუმცა უინსტონი მალევე უკან დაბრუნდა და “საქმის ბოლომდე” მიყვანის მიზნით გოგონას ძებნა სადარბაზოში დაიწყო.მან მან მალევე იპოვნა სადარბაზოში დაჭრილი და წაქცეული კეტრინი,რომელსაც კიდევ არა ერთი ჭრილობა მიაყენა,რის შემდეგაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.ამ საშინელი ამბის შემსწრე თვითმხილველი მეზობლების მხრიდან არანაირი დახმარება კეტრინზე აღმოჩენილი არ ყოფილა (მხედველობაში მიიღება,აღკვეთა ამ უბედურებისა და დახმარება კეტრინის მის დაღუპვამდე).მეზობლების ერთი ნაწილი შემდგომში გამოძიების წინაშე ირწმუნებოდა,რომ კივილისა და ყვირილის ხმები მათ ოჯახურ დავად მიიღეს,რის გამოც მასში არ ჩაერივნენ. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო მეორე ნაწილი ყვირილის ხმებს,ლოთების მიერ ატეხილ დებოშად მიიჩნევდა და მათაც არ ჰქონიათ სურვილი ამ საქმეში ჩარევისა.ამ საშინელი ისტორიის შემდეგ,დამკვიდრებულ იქნა ფსიქოლოგიური ეფექტი,რომელსაც “ჯენოვეზეს სინდრომი” ეწოდა და იმთავითვე ადამიანის მიერ ჩადენილი გულგრილობის შედეგად მიიჩნევა.