პროკონსული
პროკონსული - ინგლისურ ენაზე “Proconcul”,წარმოადგენს ნამარხ ძუძუმწოვარ ცხოველთა სახეობას პრიმატებისა,რომლებიც დედამიწაზე ბინადრობდნენ მიოცენის ნეოგენური პერიოდის ეპოქაში 17-21 მილიონი წლის წინათ.მათი გავრცელების არეალს შეადგენდა აფრიკის კონტინენტი და ძირითადად ტროპიკული ტყეების მოყვარულები გახლდნენ. (ავტორი გენია.ჯი) “პროკონსულები” სულ ოთხ სახეობად იყოფოდნენ.მათი სხეულის წონა (სახეობების მიხედვით) 10 კილოგრამოდან – 40 კილოგრამამდე მერყეობდა.მეცნიერთა ერთი ნაწილი მათ ერთგარ სინთეზად მიიჩნევენ ადამიანისმაგვარი და ანთისებრნთა მსგავსი მაიმუნებისა.ხოლო მეორე ნაწილი მეცნიერებისა,მათ ადრეული ადამიანის მაგვარ არსებებად მიიჩნევენ.პროკონსულები,ხასიათდებოდნენ ანთისებრნი,ცხვირვიწრო მაიმუნების ნიშნებით და ძალიან ჩამოჰგავდნენ მათ როგორც ფიზიკურად,ასევე არსებობის წესითაც.