“მარა”
“მარა” - სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა დემონს,რომელიც ღამ-ღამობით ადამიანთა მკერდზე ჯდებოდა,რაც იწვევდა საშინელ სიზმრებს და სულის ხუთვას ამა თუ იმ მძინარე ადამიანისა,თავად “მარას” სიმძიმიდან გამომდინარე.სწორედ ამ დემონის სახელწოდებიდან წარმოსდგა შემდგომში სიტყვა “კოშმარი”,რომელიც ერთგავარად გამოხატავს სიზმარს,რომელიც იწვევს ძლიერ უსიამოვნო ემოციურ გამოხატულებას მძინარე პიროვნების მხრიდან,ძირითადად შიშსა და თავზარდაცემას. (ავტორი გენია.ჯი) ძველი ბერძნები ამ დემონს – ალოადებად მოიხსენიებდნენ (ოტოსისა და ეფიალტეს საერთო სახელი.პოსეიდონის შვილიშვილები ან შესაძლოა ვაჟები).რომაელები კი ამავე დემონს – ინკუბუსად,მოიხსენიებდნენ (შუასაუკუნეების ლეგენდის მიხედვით,გარყვნილი დემონი,რომელსაც მამაკაცის ფორმა აქვს და მძინარე ქალებთან ამყარებს სქესობრივ კავშირს).სლავების მითოლოგიის მიხედვით ასეთ დემონს – კიკიმორას უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “მარა” არა მარტო ადამიანებში იწვევდა უარყოფით ემოციებს,არამედ შინაურ პირუტყვებზეც,კერძოდ ცხენზე და ცხვარზე.ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო – “მარა” ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მითოლოგიურ დემონადაა მიჩნეული და დღემდე მისი სახელის ხსენება უარყოფიტ ემოციებს აღძრავს ადამიანში.