ანტუან დე ლა სალი – “პატარა ჟანი სანტრედან”

“პატარა ჟანი სანტრედან” - წარმოადგენს დიდი ფრანგი მწერლისანტუან დე ლა სალის (1386-1462 წლები) მიერ,1456 წელს დაწერილ სარაინდო ჟანრის რომანს,რომელიც XV საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგულ რომანად არის მიჩნეული დღემდე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რომანის მთავარი გმირი რეალური პიროვნება გახლდათ,რომელიც XIV საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა და რომლის სიმამაცის შესახებაც გამოჩენილი ფრანგი მწერალი ჟან ფრუასარიც იუწყებოდა XV საუკუნეში.თუმცა ცნობილია ისიც,რომ ანტუან დე ლა სალის მიერ რომანში მოყვანილი მთავარი გმირის ბიოგრაფია,აბსოლუტურად განსხვავდება მისი ნამდვილი ბიოგრაფიისაგან და შესაბამისად იგი თავად ავტორის მიერ არის გამოგონილი. (ავტორი გენია.ჯი)

რომანის მთავარი გმირი გახლავთ ჟანი სანტრედან,რომელიც ნაწარმოების დასაწყისში 13 წლის ასაკისაა.იგი ამ პერიოდისათვის საფრანგეთის მეფის კარზე პაჟად მსახურობდა,რა დროსაც მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს,ახლახანს დაქვრივებული სამეფო სისხლის მქონე,დიდგვაროვანი ქალი.მისი ჩანაფიქრი ასეთი იყო: მას სურდა,რომ ჟანი აღეზარდა შესანიშნავი რაინდი და იდეალური “საყვარელი” მამაკაცი.მათი სასიყვარულო რომანი ნაწარმოების ბოლომდე ყველასათვის ფარული რჩება.მაშინ,როდესაც ჟანი 21 წლის გახდა,საყვარელი ქალი მას ჩუქნის საკმაოდ ძვირადღირებულ,ძვირფას სამაჯურს,როგორც სიმბოლოს მათი სიყვარულისა და მისი პიროვნული რაინდობისა.აღნიშნული სამაჯური მან მანამდე არ უნდა მოიცილოს ხელიდან,სანამ მის გამოწვევას ერთი წლის მანძილზე სხვა რომელიმე რაინდი არ დათანხმდება და მართლაც მისი გამოწვევა მიღებულ იქნა ესპანეთის ერთ-ერთ – არაგონის რეგიონში.იგი ესპანეთიდან სრული ტრიუმფით უბრუნდება პარიზს,რის შემდეგაც კიდევ უფრო იმყარებს რეპუტაციას საფრანგეთის სამეფო კარზე.ამავე პერიოდში მას,საყვარელი ქალი სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს ჯვაროსნულ ლაშქრობებში,რა დროსაც მან მოკლა ერთ-ერთი დიდგვაროვანი თურქი,რამაც მისი რეპუტაცია კიდე უფრო მაღლა ასწია.მალევე მას ბეზრდება საყვარელი ქალის მითითებები და ცდილობს,რომ მისგან სრულიად დამოუკიდებლად იმოქმედოს და ზოგადად იცხოვროს კიდეც.თუმცა მის მიმართ ღალატი გულშიც კი არ გაუვლია. (ავტორი გენია.ჯი) გაიგო რა ჟანის შეხედულებების შესახებ ქალმა,იგი განრისხდა,რის შემდეგაც მისდამი შურისძიების მიზნით,სასიყვარულო რომანი გააბა ერთ-ერთი მონასტრის ახალგაზრდა აბატთან.მას შემდეგ რაც ჟანი გერმანიდან საფრანგეთში დაბრუნდა,იგი ერთთავად იქცა იმავე აბატის დაცინვის საშინელ ობიექტად.ეს კი რაინდის უდიდეს შეურაცყიფად იქცა.მიუხედავად ამისა,მან ეს არ შეიტყო და საკმაოდ მახვილგონიერი გეგმის შემუშავება დაიწყო შურის საძიებლად.იგი ამ მიზნით შეხვდა ქალს,რომელმაც საკმაოდ ცივად მიიღო ყოფილი საყვარელი მამაკაცი.როგორც წესი,სასულიერო პირის რაინდულ ბრძოლაში გამოწვევა მიუღებელი ფაქტი იყო,ამიტომ ჟანმა მიმართა ერთობ ორიგინალურ ხერხს და აბატი დაარწმუნა,რომ თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში ჩაეცვა რაინდის ფორმა,რომელიც მისივე “ფარისევლური” შეხედულებით მას ძალიან მოუხდებოდა.მართლაც,აბატმა გაიხადა ანაფორა და სარაინდო აღჭურვილობაში გამოეწყო.სწორედ ამ მომენტს ელოდა რაინდი და იგი ღირსებისათვის ბრძოლაში გამოიხმო.აბატი კი იძულებული გახდა მისი გამოწვევა მიეღო და ბრძოლაში ჩართულიყო.ჟანმა აბატი მოსაკლავად არ გაიმეტა თუმცა სახესა და ენაზე დიდი ნაიარევი დაუტოვა.ხოლო თავად ქალს კი ის “ცისფერი ერთგულების ქამარი” მოაგლიჯა,რომელიც იმთავითვე მათი “სიყვარულის ემბლემა” გახლდათ.
ამ ამბიდან რამდენიმე თვეში,ჟანი სამეფო კარზე გამოცხადდა.სამეფო სასახლის აუამრავ წევრთან და მის ყოფლის საყვარელ ქალთან თანდასწრებით აღნიშნული ისტორია დაწვრილებით ისე მოყვა,რომ ქალის სახელი არც კი გაუმჟღავნებია.ისტორიის მოყოლის შემდგომ მოითხოვა,რომ მათვე გადაეწყვიტათ იგი მართალი იყო,თუ მტყუანი თავის მიერ ჩადენილ საქციელში.დამსწრე საზოგადოების მიერ ღალატი საშინლად იქნა დაგმობილი და ჟანი გამართლებულ იქნა.სწორედ ამ დროს ყველასათვის გასაოცრად იგი ადგა და ის ქამარი რომელიც ქალს აბატთან ბრძოლის შემდეგ მოგლიჯა,იმავე ქალს უკან დაუბრუნა,რაც მისი სრული გამარჯვების მომასწავებელი საქციელი იყო. (ავტორი გენია.ჯი)