აპოლონიოს დისკლოსი
აპოლონიოს დისკლოსი - დაიბადა ალექსანდრიაში,მნეზიფეას ოჯახში და მოღვაწეობდა ახ.წ.აღ-ით II საუკუნეში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ალექსანდრიელ (ძველბერძენ) გრამატიკოსს იმ პერიოდისა.მის სახელთან არის დაკავშირებული ინფინიტებისა და ადგილობრივი სახელწოდებების კვლევა-ძიების საკითხები.აპოლონიოსი გახლდათ პირველი გრამატიკოსი ისტორიაში,რომელმაც “სინტაქსისის” (ლინგვისტიკის ნაწილი,რომელიც შეისწავლის წინადადების აგებულებასა და სიტყვათწყობას) საკითხზე შექმნა ნაშრომი,რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა და შეავსო,ანტიკური ხანისა და ალექსანდიული გრამატიკული სკოლის დიდი წარმომადგენლის – დიონისე თრაკიელის (ძვ.წ.აღ-ით 170-90 წლები),მნიშვნელოვანი ნამუშევარი გრამატიკის შესახებ,სახელწოდებით “Techne grammatike”. (ავტორი გენია.ჯი) აპოლონიოსმა მთელი ცხოვრება ალექსანდრიაში გაატარა.მისი ვაჟი – ელიოს ჰეროდიანოსი (დაახლოებით 180-250 წლები),შემდგომში უდიდესი გრამატიკოსი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ცნობების გარდა აპოლონიოს დისკლოსის შესახებ არანაირი ცნობები არ მოგვეპოვება.ცნობილია მხოლოდ ის,რომ მისი ზედსახელი “დისკლოსი”,აღნიშნავდა – მწყრალად მყოფს,გაბრაზებულს ან პირქუშს.იმ თორმეტი წიგნიდან,რომელიც მან გრამატიკას მიუძღვნა და რომელიც მოხსენიებულ იქნა X საუკუნის,ცნობილ ბიზანტიურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში – “სვიდა”,მხოლოდ ოთხი იქნა შემორჩენილი და ისინიც ფრაგმენტებად.მათ შორის გახლავთ ნაშრომები – სინტაქსისის,ზმნისზედის,კავშირებისა და ნაცვალსახელის შესახებ.აპოლონიოს დისკოლოსმა,უდიდესი გავლენა იქონია შემდგომი თაობების გრამატიკოსებზე,განსაკუთრებით კი საკუთთარ ვაჟზე,რომელიც შემდგომ იტორიაში შევიდა,როგორც უდიდესი ძველბერძენი (ალექსანდრიელი) გრამატიკოსი.