იცით თუ არა,რომ

1. ერთადერთი ადგილი დედამიწაზე,სადაც მარჯნისაგან დამზადებული გზებია განფენილი,გახლავთ გუამი (კუნძული წყნარი ოკეანის ნაწილში,რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიას წარმოადგენს).გუამში არ არსებობს ბუნებრივი ქვიშა,რის გამოც იქ ასფალტს მარჯნისა და ნავთობისაგან ამზადებენ.

2. ყველაზე მეტი ტბა დედამიწაზე კანადაშია და ისინი მსოფლიოს ტბების თითქმის 60 %-ს შეადგენენ.ამ დიდებული ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ზომის მქონე 3 მილიონამდე ტბაა და მატ კანადის ტერიტორიის 9 % უკავიათ.

3. ყველაზე დიდ ქალაქ-სახელმწიფოდ დედამიწაზე სინგაპურია მიჩნეული.

4. მეცნიერთა მტკიცებით,ევოლუციის პერიოდის გზაზე მხედველობის ფუნქცია,დედამიწის უძველეს არსებებს,დაახლოებით 700 მილიონი წლის წინათ განუვითარდათ. (ავტორი გენია.ჯი)

5. ამერიკის სამოქალაქო ომის დასასრულს (1861-1863 წლები),ქვეყანაში ქაღალდის ფულის კუპიურების,დაახლოებით 33-50 % ყალბი გახლდათ.

6. 1892 წელს,იტალიაში მიღებულ იქნა კანონი,რომლის თანახმადაც,მინიმალური ასაკი ქალის დაქორწინების უფლებისა – 12 წლით განისაზღვრა.

7. დღევანდელ საბანკო გიგანტს “Bank of America”-ს თავდაპირველად – “იტალიის ბანკი” ერქვა.რადგან იგი დაარსებულ იქნა იტალიელი ემიგრანტის – ამადეო ჯანინის მიერ 1904 წელს,სან-ფრანცისკოში.

8. ჩილეს ეროვნული გმირი და პირველი პრეზიდენტი ქვეყნისა 1818-1823 წლებში,რომელიც ასევე დიდი მარშალი გახლდათ პერუს სახელმწიფოსი – ბერნარდო ო’ჰიგინსი (1776-1842 წლები),წარმომავლობით ირლანდიელი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)

9. მეცნიერთა მტკიცებით,უძველეს ეგვიპტეში ლუდი საკმაოდ პოპულარულ სასმელად მიიჩნეოდა და ისინი სულ ექვსი სახეობის ლუდს აწარმოებდნენ.

10. “შავი ჭირის” გავრცელებას ევროპაში (1348-1351 წლებში),მოსახლეობა – ადამიანთა მიერ ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვებისათვის მოვლინებულ  სასჯელად მიიჩნევდა.