“უაი-ო-ტაპუ”
“უაი-ო-ტაპუ” - მაორების ენიდან ითარგმნება,როგორც “წმინდა წყლები” და იგი წარმოადგენს ოლქს (რეგიონს),რომელიც გამოირჩევა მაღალი გეოთერმული აქტიურობით და მდებარეობს ვულკანური ცენტრის – ოკატაინას სამხრეთ ნაწილში,რეპოროას კალდერას (წრიული ან ვულკანური წარმოშობის დიდი ღრმული) ჩრდილოეთით,ტაუპოს ვულკანურ ზონაში,რომელიც თავის მხრივ მდებარეობს ახალი ზელანდიის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში.აღნიშნულ რეგიონში მრავლად არის განთავსებული “გეოთერმული (ცხელი) წყაროები” და მათ შორის – ლედი ნოქსის,ცნობილი გეიზერი. (ავტორი გენია.ჯი) ევროპელთა მიერ ამ რეგიონის ოკუპაციამდე,იქ ცხოვრობდა – ნგატი ვაოას ტომის ხალხი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “უაი-ო-ტაპუ” წარმოადგენს ულამაზეს სანახაობას,რის გამოც მის მიმართ ტურისტების ინტერესი განსაკუთრებით დიდია,ძველი დროიდანვე.1931 წლიდან ტერიტორია სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი. (ავტორი გენია.ჯი) აქვე არის განთავსებული ტურისტული ატრაქციონები,რომელთაც სახელად – “უაი-ო-ტაპუს საოცარი გეოთერმული ქვეყანა” ეწოდება.ყველაზე ცნობილ ადგილებს “უაი-ო-ტაპუზე” წარმოადგენს – “ლედი ნოქსის გეიზერი”,”შამპანურის აუზად” და “მხატვრის პალიტრად” წოდებული ცხელი წყაროები,რომლებიც იშვიათი სილამაზით გამოირჩევიან.