“ულაფ V-ს მიწა”

“ულაფ V-ს მიწა” - ინგლისურ ენაზე “Olav V Land”,წარმოადგენს მყინვარს,რომელიც მდებარეობს დასავლეთ შპიცბერგენის კუნძულზე (შპიცბერგენის არქიპელაგი – ნორვეგია).აღნიშნული მყინვარის საერთო ფართობი 4 150 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და იგი კუნძულის ყველაზე დიდი მყინვარია. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო მთელი არქიპელაგის ჩათვლით მას ფართობით მეორე ადგილი უკავია – ოსტფონას მყინვარის შემდეგ,რომელიც თავის მხრივ მდებარეობს შპიცბერგენის არქიპელაგის,სიდიდით მეორე კუნძულზე,სახელწოდებით – ‘ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა”.კუნძულის საერთო ფართობი კი შეადგენს 39 044 კვადრატულ კილომეტრს.სახელწოდება მყინვარმა,მიიღო ნორვეგიის მეფის – ულაფ V-ს საპატივცემულოდ,რომელიც ნორვეგიის სამეფო ტახტზე 1957-1991 წლებში. (ავტორი გენია.ჯი)