ტელესილა არგოსელი
ტელესილა არგოსელი - წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ პოეტ ქალს,იმ ცხრა პოეტ-ლირიკოს ქალთან (საფო,ერინა,მირო და სხვები) ერთად,რომლებსაც ანტიკური ხანის საუკეთესო პოეტ ქალებად აღიარებენ დღემდე.იგი მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნებში და წარმომავლობით ქალაქ-სახელმწიფო არგოსიდან გახლდათ,რომლის დაარსება ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით 2000 წელს მოხდა. (ავტორი გენია.ჯი) ძირითადად ლექსებს გუნდური სიმღერებისათვის წერდა.თუმცა მან სახელი არა მარტო პოეზიით,არამედ დიდი მამულიშვილობითაც გაითქვა.ძვ.წ.აღ-ით 510 წელს,მაშინ როდესაც არგოსისა და სპარტის ბრძოლაში,არგოსელებმა სპარტას მეფე კლეომენეს I-თან,მარცხი განიცადეს,ტელესილამ შეკრიბა ქალაქში მყოფი ყველა მონა,სრულყოფილად შეაიარაღა ისინი და იმ მოხუცებთან და ქალებთან ერთად,რომელთაც იარაღის ხელში აღება მანამდე არ შეეძლოთ (ბევრ მათგანს არც არასოდეს ებრძოლა),სპარტული ჯარის წინაშე საოცარი ბრძოლა წარმართეს.ყველასათვის და ზოგადად მსოფლიოსათვის ცნობილია,სპარტელი მეომრების ძალა,თუმცა უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა ამ ბრძოლის დროს.ფაქტიურად მონების,ქალებისა და მოხუცების მიერ შეკრებილმა გმირულად მებრძოლმა ჯარმა,რომელსაც სათავეში ტელესილა ედგა,უდიდესი სიმამაცის შედეგად სპარტული ჯარის დამარცხება და მათი არგოსიდან განდევნა მოახერხა.აღნიშნული ისტორიული მოვლენა და ქებათა-ქება ტელესილასი,გადმოცემული აქვთ,ისეთ დიდ გენიოსებს,როგორებიცაა უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,ბიოგრაფი და მორალისტი – მესტრიუს პლუტარქუსი (პლუტარქე) და დიდი ძველბერძენი მწერალი და გეოგრაფი – პავსანია.აღნიშნული საოცარი გმირობა,ჩადენილი ქალის მიერ,უყურადღებოდ არ დაუტოვებია არგოსის მადლიერ მოსახლეობას და ქალაქში მდებარე აფროდიტეს ტაძარში,ღვთაების ქანდაკების გვერდით აღიმართა ოთხი მეტრი სიმაღლის მარმარილოს რელიეფური გამოსახულება – ტელესილასი,რომელსაც ხელში შლემი ეჭირა. (ავტორი გენია.ჯი) თელესილა გმირობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა,ძველი ბერძნებისათვის და არაერთმა ავტორმა შემოგვინახა გასაოცარი ისტორია ძველი ბერძენი პოეტი-ლირიკოსი ქალის – ტელესილასი.