კვინტუს ასკონიუს პედიანუსი

კვინტუს ასკონიუს პედიანუსი - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 9 წელს,იტალიის ქალაქ პადუაში (ადრინდელი პატავიუმი – ვენეტოს რეგიონი).იგი წარმოადგენდა დიდ ძველრომაელ მწერალსა და ფილოლოგს,რომელმაც აღიარება,გენიალური ძველრომაელი ფილოსოფოსის,ბრწყინვალე ორატორისა და პოლიტიკოსის – მარკუს ტულიუს ციცერონის,გამოსვლების კომენტარებით მოიპოვა.თავის თხზულებებს პედანიუსი,რომის იმპერატორების – კლავდიუსისა და ნერონის მმართველობების პერიოდებში წერდა.სიცოცხლის უკანაკნელ ხანს იგი დაბრმავდა და 12 წელი,სრულიად უსინათლომ იცხოვრა. (ავტორი გენია.ჯი) პედანიუსი ავტორია,დიდი ძველრომაელი ისტორიკოსის და რეფორმატორის ანტიკური ხანის ისტორიოგრაფის – გაიუს სალუსტიუს კრისპუსის ბიოგრაფიის.გარდა ამისა,მანვე დაწერა თხზულება იმ კრიტიკოსთა საწინააღმდეგოდ,რომლებიც აკრიტიკებდნენ უდიდეს ძველრომაელ პოეტს,რომის ძლიერებისა და ბატონობის მეხოტბეს – პუბლიუს ვერგილიუს მარონს.თუმცა,ზემოთ აღნიშნული ნაშრომებიდან დღემდე არც ერთი არ შემორჩენილა და მის შესახებ ცნობები,მხოლოდ ძველი ავტორებისაგან მომდინარეობს.54-57 წლებში,პედანიუსი იწყებს ციცერონის ყველა გამოსვლის კომენტირებას და ამ კომენტარებიდან დღემდე ხუთმა მოაღწია.აღნიშნული კომენტარები შეიცავს უძვირფასეს წყაროს ციცერონის გამოსვლებისა,რადგან მასში აღწერილია უდიდესი ორატორის ის გამოსვლები,რომლებიც დაკარგული გახლდათ და პედიანუსის კომენტარების მეშვეობით იქნა რეკონსტრუირებული.გარდა ამისა პედიანუსის ნაშრომები გახლავთ შესანიშნავი წყარო ძველი რომის სენატის მიღებული აქტების შესწავლისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია და დღემდე შემორჩენილია მისი საწინააღმდეგო კომენტარები – პიზონის,კორნელიუსისა და სხვათა გამოსვლებისადმი.აღნიშნული კომენტარების ხელნაწერი აღმოჩენილ იქნა 1412 წელს,გალენის ბიბლიოთეკაში,თუმცა ძალიან დაზიანებული სახით.მოგვიანებით კი იგი საერთოდ დაიკარგა.პედიანუსის კომენტარები შეიცავდა მრავალ ფაქტებსა და გრამატიკული ახსნებს.კვინტუს ასკონიუს პედიანუსი გარდაიცვალა ახ.წ.აღ-ით 78 წელს.მის მიერ დაწერილმა ნაშრომებმა კი უდიდესი წვლილი შეიტანა მრავალი ისტორიული ფაქტების კვლევებში და სხვადასხვა (განსაკუთრებით ციცერონის და გაიუს სალუსტიუს კრისპოსის) პიროვნებების შესწავლაში.ამ მიზეზთა გამო კი იგი ერთ-ერთ საუკეთესო მწერლად და ფილოლოგად გახლავთ მიჩნეული,იმ პერიოდის ძველი რომისა.