“არიზონას კრატერი” – (ბერინჯერის კრატერი)

“არიზონას კრატერი” - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც“ბერინჯერის კრატერი”,წარმოადგენს დიდ მეტეორიტულ კრატერს დედამიწაზე (ასტრობლემა – უძველესი მეტეორიტული კრატერის გეოლოგიური სტრუქტურა),არიზონას შტატში,ქალაქ უინსლოუს დასავლეთით 30 კილომეტრში (ამერიკა).იგი გახლავთ გიგანტური კრატერი,რომლის დიამეტრი შეადგენს 1200 მეტრს,ხოლო სიღრმე 180 მეტრს.”არიზონას კრატერი” წარმოიქმნა,დაახლოებით 50 000 წლის წინათ,50 მეტრიანი მეტეორიტის ჩამოვარდნის შემდეგ,რომლის წონა 300 000 ტონას შეადგენდა და დედამიწაზე შეჯახებამდე იგი 45-60 ათასი კილომეტრ საათი სისწრაფით მოფრინავდა. (ავტორი გენია.ჯი) მისმა დედამიწაზე შეჯახებამ კი სამჯერ ძლიერი აფეთქება გამოიწვია,ვიდრე ცნობილი ტუნგუსკის მეტეორიტის შეჯახებამ.შეჯახებიდან გამოწვეულმა აფეთქების ძალამ კი 20 მილიონი ტონა “ტრინიტროტოლუოლი” შეადგინა,რაც 1000 იმ ატომური ბომბის ექვივალენტია,რომელიც ჰიროსიმაში იქნა ჩამოგდებული.მოგვიანებიტ,კრატერის ირგვლივ აღმოჩენილ იქნა მეტეორიტის ფრაგმენტები.კრატერის ადგილმდებარეობის შესახებ,ცნობები ინდიელებს ადრეული პერიოდიდანვე ჰქონდათ და მეტეორიტის რკინის ნამსხვრევებს,ისინი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის იყენებდნენ.ადგილობრივებში კრატერის წარმოქმნის შესახებ უამრავი ლეგენდა დადიოდა და ამ ადგილს წმინდა ადგილადაც მიიჩნევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერებისათვის კი “არიზონას კრატერის” არსებობა,მხოლოდ 1891 წელს გახდა ცნობილი.მე-XX საუკუნის დასაწყისამდე მას ვულკანური წარმოშვების კრატერად განიხილავდნენ.1902 წელს კი სამთო ინჟინერმა ფილადელფიიდან – დენიელ მორო ბერინჯერმა (რომლის სახელიც ეწოდა მოგვიანებით კრატერს),გამოთქვა ჰიპოთეზა,რომ აღნიშნული კრატერი წარმოშობილი უნდა ყოფილიყო დედამიწაზე მეტეორიტის შეჯახების შედეგად.ბერინჯერმა 26 წელიწადი შეალია მეტეორიტის,თუნდაც ფრაგმენტების ძიებას,რათა დაემტკიცებინა თავისი მოსაზრება კრატერის წარმოშობის შესახებ.თუმცა მან ის ვერ აღმოაჩინა,თავად კი იმოდენა სტრესი გადაიტანა ამის გამო,რომ გულის შეტევა დაემართა.მიუხედავად ამისა,მას დამსახურება არ დაუკარგეს და კრატერს მისი სახელი უწოდეს.მისი ჰიპოთეზა  მხოლოდ 30 წლის შემდეგ იქნა დამტკიცებული,ცნობილი ამერიკელი მეცნიერის,გეოლოგისა და პლანეტოლოგის – იუჯინ შუმეიკერის მიერ. (ავტორი გენია.ჯი)