პაატა ბულაშვილი – “აღმოვბრწყინდე მინდა ცაზე”…
აღმოვბრწყინდე მინდა ცაზე,
გავანათო სამყარო,
ბოროტება სიკეთისგან სამუდამოდ გავყარო.
და მოვუხმო ცისქვეშეთში
ანგელოზთა სიმრავლეს,
რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ერში,
ვაჟკაცები გვიმრავლდეს.
***
მოყვასის წრფელ სიყვარულში
შეგვეწიოს უფალი,
რომ შეიქმნას დღეს თუ ხვალ,
ერი თავისუფალი.
ყველამ ერთად შევუნდოთ
ცოდვილ მოძმეთ ცოდვები,
ჩვენთან ერთად ხარობდნენ
ცაზე ანგელოზები.