წვერებიანი ღორი
წვერებიანი ღორი - ინგლისურ ენაზე “Borbean bearded pig”,წარმოადგენს გარეულ ძუძუმწოვარ ცხოველს ღორისებრთა ოჯახისა და გავრცელებული არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე.სხვა სახეობის ღორებისაგან განსხვავებით,მათი სხეული ბევრად მკვრივი და მოქნილია,თავის მოყვანილობა კი შედარებით წაგრძელებული.ყველაზე მეტად შესამჩნევი მისი სახელწოდებისაგაგნ გამომდინარე,გახლავთ მოყვითალო-მოთეთრო შეფერილობის (უცნაური) მოგრძო თმები (ჯაგარი),რომლითაც დაფარული აქვთ დინგი.გააჩნიათ მცირე ზომის თვალები და დიდი ყურები.შეფერილობით მათი უმეტესობა ნაცრისფერია. (ავტორი გენია.ჯი) სიგრძით 1 მეტრიდან – 165 სანტიმეტრამდე იზრდებიან,სიმაღლით 72 სანტიმეტრიდან – 85 სანტიმეტრამდე,ხოლო წონით 150 კილოგრამამდე იზრდებიან.მათი გავრცელების ძირითადი არეალია მალაის ნახევარკუნძული,კუნძულები სუმატრა და ბორნეო.ისინი მოყვარულები გახლავან ტროპიკული და მანგროს ტყეებისა.”წვერებიანი ღორები”,როგორც წესი აქტიურები არიან დღის პერიოდში და ცხოვრობენ ჯგუფებად.აღსანიშნავია ის რომ,უნიკალურია მათი მიგრაციის პროცესი.რამდენიმე ასი კილომეტრის დაფარვისას ისინი სხვადასხვა ჯგუფებისაგან ერთ დიდ ჯგფად იქცევიან,რომლებშიც ასეულობით წვერებიანი ღორი შედის.ამავე პერიოდში ისინი იცვლიან “ცხოვრების წესსს” და საკვების მოსაპოვებლად არა დღე,არამედ ღამე გადიან.მატ მოიხსენიებენ “ყველაფრისმჭამელ” ძუძუმწოვრებად.”წვერებიანი ღორები” მიირთმევენ ხილს,მცენარეების ფესვებს,ჭიაყელებს,მძორსა და ლეშს.ოთხთვიანი მაკეობის შემდეგ ბადებენ ორიდან რვამდე გოჭს.სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ რეგიონებში “წვერებიან ღორს” საკვებად გამოიყენებენ და ამიტომ მათზე ნადირობა ხშირად ხდება. (ავტორი გენია.ჯი) ადგილობრივებმა კარგად იციან მათი მიგრაციის პერიოდი და გზები,რაც მათ მონადირებას ერთი-ორად უმარტივებს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მიუხედავად მათზე ნადირობისა,”წვერებიანი ღორების” რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია და ისინი გადაშენების წინაშე მყოფ ცხოველებად არ მიიჩნევიან.