პიერ ოგიუსტ რენუარი – “საქანელა”
“საქანელა” - ფრანგულ ენაზე “La balancoire”,წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და მოქანდაკის - პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები),მიერ შესრულებულ ბრწყინვალე სურათს,დახატულს ზეთის საღებავით ტილოზე.სურათის სიმაღლე 92 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 73 სანტიმეტრი და იგი მხატვრის მიერ დახატულ იქნა 1876 წელს,საკუთარი სამხატვრო სახელოსნოს ბაღში. (ავტორი გენია.ჯი) ტილოზე გამოსახულ საქანელაზე მდგომი,თეთრ-მოლურჯო კაბაში გამოწყობილი მანდილოსანის ნატურად,რენუარმა მარგარიტ ლეგრანი გამოიყენა,რომელიც მან 1875 წელს გაიცნო.გარდა ამ ტილოზე გამოსახული ნატურისა,მარგარიტა ასევე გამოსახულ იქნა მხატვრის მეორე ტილოზეც,სახელწოდებით “ცეკვა მულენ დე ლა გალეტში”.ცნობისათვის მარგარიტა გარდაიცვალა 1879 წელს,ჩუტყვავილის შედეგად.ტილოს წინა პლანზე ასევე გამოსახულია ბავშვი და ზურგით მდგომი მამაკაცი,რომელიც მანდილოსანს ესაუბრება.ხოლო უკანა პლანზე,მარცხნივ გამოსახულია მამაკაცი,რომელიც ხეზეა მიყრდნობილი.სურათის ქვემოთა ფონზე კი აშკარად ჩანს მიწაზე მიმოფანტული,მზის სხივებით არეკლილი ფოთლების გამოსახულება.ასეთი ეფექტი მხატვარმა,ასევე გამოიყენა მის ცნობილ მეორე ნამუშევარში “ცეკვა მულენ დე ლა გალეტში”.