რიჩარდ უოლინგფორდელი
რიჩარდ უოლინგფორდელი - დაიბადა 1292 წელს უოლინგფორდში,ოქსფორდშირის საგრაფოში (ინგლისი),მჭედლის ოჯახში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ინგლისელ მათემატიკოსს,ასტრონომს,საათის აწყობის შესანიშნავ ოსტატს და რომლის სახელი დაკავშირებულია,პირველი ევროპული თხზულების გამოქვეყნებასთან,რომელიც სრულიად მიძღვნილი იყო ტრიგონომეტრიაზე.
სწორედ მან დაუდო სათავე ევროპაში ამ მეცნიერების განვითარებას.რიჩარდი პატარაობიდანვე დაობლდა და ამავე პერიოდში,იგი ადგილობრივ მონასტერში იქნა მივლენილი სასწავლებლად. (ავტორი გენია.ჯი) მალევე მისი ნიჭი და ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და იგი გაგზავნილ იქნა საქწავლებლად ქოსფორდის დიდებულ უნივერსიტეტში.იქვე მან მიიღო სასულიერო განათლება (თეოლოგია) და 1326 წლიდან ხდება აბატი.რიჩარდის ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან მიღწევად,მიჩნეულია ტრიგონომეტრიის შესახებ ტრაქტატის დაწერა,რომელმაც სათავე დაუდო ამ მეცნიერების შემდგომ განვითარებას ევროპაში და მის მიერვე კონსტრიქტურებული “ასტრონომიული საათის” შექმნა.აღნიშნული საათის შექმნაზე რიჩარდმა 20 წლის მანძილზე თავაუღებლად იშრომა.მოწყობილობა და შესაძლებლობა ამ საათისა,მან აღწერა 1327 წელს დაწერილ ტრაქტატში,სახელწოდებით “Tractatus Horologii Astronomici”.იგი დემონსტრირებს უწევდა – მზის,ვარსკვლავების,მთვარისა და პლანეტების მოძრაობას.ამასთანავე იძლეოდა საშუალებას განესაზღვრად ზღვის მიქცევისა და მოქცევის პერიოდები.ისტორიკოსთა ვარაუდით,რიჩარდის მიერ დამზადებული “ასტრონომიული საათი” განადგურებულ იქნა XVI საუკუნის დასაწყისში,მაშინ როდესაც ინგლისის მეორე ტიუდორმა მეფემ ჰენრი VIII-მ,ქვეყანაში აკრძალა მონასტრები.მე-XX საუკუნეში,სპეციალისტებმა რამდენჯერმე სცადეს რეკონსტრუირება რიჩარდის მიერ შექმნილი “ასტრონომიული საათის”,თუმცა უშედეგოდ. (ავტორი გენია.ჯი) რიჩარდის სახელთან არის ასევე დაკავშირებული – ეკვატორიუმის შექმნა (ასტრონომიული გამოთვლითი მოწყობილობა).გარდა ამისა იგი აქტიურად იყო ჩართული მექანიკაში,ასტროლოგიასა და საღვთისმეტყველო მეცნიერებებში.რიჩარდ უოლინგფორდელი გარდაიცვალა 1336 წელს ქალაქ სენტ-ოლბანსში.მისმა მოღვაწეობამ კი უდიდესი როლი ითამაშა ზემოთ აღნიშნული მეცნიერებების განვითარება-დახვეწაში.