“ფორტინგელის ურთხელი”

“ფორტინგელის ურთხელი” - ინგლისურ ენაზე “Fortingal Yew”,წარმოადგენს ხანგრძლივად-მაცოცხლებელ ხეს,რომელიც ხარობს შოტლანდიაში,სოფელ ფორტინგელის ეკლესიის ეზოში.

ერთ-ერთი ადგილობრივი ლეგენდის თანახმად,სწორედ ამ ხის ჩრდილში დაიბადა პონტიელი პილატე (ეს ის პილატეა,რომელმაც ახალ აღთქმის მიხედვით,ბრძანება გასცა იესოს ჯვარცმისა).ამავე ლეგენდის მიხედვით ამ ხის სიახლოვეს გაატარა მთელი ბავშვობა მან. (ავტორი გენია.ჯი) “ფორტინგელის ურთხელი” – გახლავთ წიწვოვანი მცენარე ურთხლისებრთა ოჯახისა,მოწითალო-მოყავისფრო თხელი ქერქით.იგი იზრდება ძალიან ნელა,თუმცა გამოირჩევა სიცოცხლის ხანგრძლივობით. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ხის ასაკი,მეცნიერთა გათვლებით 2 000 წლიდან – 5 000 წლამდე მერყეობს და ამის გამო იგი ევროპის ყველაზე “ხანდაზმულ ხედ” არის მიჩნეული.პირველი წერილობითი წყაროები მის შესახებ 1769 წლით თარიღდება და მისი ტანის დიამეტრი 16 მეტრს შეადგენდა.თუმცა მოგვიანებით “ფორტინგელის ურთხელი”,რამდენიმე ნაწილად გაიპო და მისი რამდენიმე ნაწილი მოჭრილ იქნა,მათგან კი დამზადებულია საყოფაცხოვრებო თასები და ატრიბუტები.მანამდე კი 1785 წელს,მის დასაცავად აგებულ იქნა ქვის კედელი,თუმცა აღნიშნული კედელი მის ნახვას ხელს არ უშლის ადამიანებს.“ფორტნგელის ურთხელი” ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს არა მარტო ამ სოფლისა,პერტრშირის რეგიონის და მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.