„დამაკვირდი”
1. „მშიერი და უმუშევარი ადამიანები – შესანიშნავი კადრები არიან დიქტატურისთვის”. – ფრანკლინ დელანო რუზველტი
* * *
2. „თუკი გსურს გაექცე კრიტიკას, ამ შემთხვევაში – არაფერი არ უნდა გააკეთო, არაფერი არ უნდა ილაპარაკო და არაფერს არ უნდა წარმოადგენდე”. – ელბერტ გრინ ჰაბარდი
* * *
3. „რთულია თქვა, სახელდობრ რას მოაქვს ბედნიერება. ფაქტია, რომ სიმდიდრეს და სიღარიბეს ეს აშკარად არ შეუძლიათ”. – ფრენკ მაკინი ჰაბარდი
* * *
4. „ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ გაზეთებით, რადგან მათი საშუალებით ჭორები ისე მყარდება, რომ ისინი ნამდვილ ჭეშმარიტებას ემსგავსებიან”. – გი დე მოპასანი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „ალკოჰოლიზმი – იკურნება, ხოლო ლოთობა – არა”. – სერგეი დოვლატოვი
* * *
6. „თავისუფალი საზოგადოება გახლავთ ის ადგილი, სადაც უსაფრთხოა იყოთ არაპოპულარული”. – ედლაი ევინგ სტივენსონი
* * *
7. „არასოდეს დაეცეთ სულით ჭეშმარიტების მეგობრებო, რადგან გახსოვდეთ, რომ ათეიზმი არ გახლავთ მარადიული”. – ადამ სმიტი
* * *
8. „გუშინდელი დღე – ისტორიაა, ხვალინდელი – საიდუმლო, ხოლო დღევანდელი – ბედის საჩუქარი”. – ელეონორა რუზველტი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. „მას, ვისაც არაფერი აბადია, შეუძლია მთელი სამყარო გაჩუქოთ”. – ჯეკ ლონდონი
* * *
10. „სულელი აზრები ყველა ადამიანს მოსდის გონებაში, თუმცა ჭკვიანები მათ არ წარმოთქვამენ”. – ვასილი ჟუკოვსკი