“დალიმილის ქრონიკა” - ინგლისურ ენაზე “Chronicle of Dalimil”,წარმოადგენს პირველ და უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ქრონიკას,დაწერილს ჩეხურ ენაზე.მისი დაწერა კი დაწყებულ უნდა იყოს 1309 წელს.ქრონიკის ავტორი გახლავთ ვინმე – დალიმილი,რომლის პიროვნების იდენტიფიცირება დღემდე ვერ ხერხდება.როგორც ქრონიკის დასაწყისშია გადმოცემული,მის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს ბოლესლავის ისტორიული ხელნაწერი,კერძოდ კოზმა პრაღელის მიერ დაწერილი “ჩეხური ქრონიკა”,რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. (ავტორი გენია.ჯი) XVI საუკუნის ჩეხი ისტორიკოსი ვაცლავ ჰაიეკი,ირწმუნებოდა,რომ “დალიმილის ქრონიკის” ავტორი გახლდათ დალიმილ მეჟირზისკი,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა კანონიკს (საკათედრო ტაძრის მღვდელი),ქალაქ სტარა-ბოლესლავის საკათედრო ტაძრისა.თუმცა აღნიშნული ფაქტი დადასტურებული არ იქნა.ფაქტია,რომ ავტორი შესანიშნავად ფლობდა ჩეხურ,გერმანულ და ლათინურ ენებს.თუმცა ნაკლებად ერკვეოდა თეოლოგიაში,რაც ასახულია კიდეც “დალიმილის ქრონიკაში”,რაც გვაფიქრებინებს იმას,რომ ავტორი არ ყოფილა სასულიერო პირი.
აღნიშნული ქრონიკა გახლავთ გარითმული და შედგება 106 თავისაგან.პირველი თავი მოიცავს “ბაბილონის გოდოლის” მშენებლობას და შემდეგი თავები კი ჩეხეთის ისტორიას,ლეგენდარული მმართველებიდან 1314 წლამდე.მასში გადმოცემულია არა მარტო რეალური ისტორიები,არამედ მრავალი ლეგენდებიც. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაწერილ იქნა ჩეხეთის მეფის იოანე ლუქსემბურგელის (1296-1346 წლები),მეფობის პერიოდში და ასახულია სამეფო კარის უარყოფითი დამოკიდებულება უცხო წარმომავლობის მქონე მეფი მიმართ (იოანე წარმომავლობით ლუქსემბურგელი გრაფი გახლდათ).ავტორი გამოდის პატრიოტული პოზიციიდან და უკმაყოფილოა მის სამშობლოში შექმნილი მდგომარეობით.აღნიშნული ქრონიკა არა მარტო უძვირფასესი ძეგლია ჩეხური ისტორიისა,არამედ ძვირფას ლიტერატურულ ნიმუშადაცაა მიჩნეული ამ ქვეყანაში.მისი ტექსტები,დღემდე შემორჩენილ იქნა,სრულყოფილი და არასრულყოფილი ხელნაწერებით,მიუხედავად იმისა,რომ არაერთხელ იქნა გადაბეჭდილი 1620 წლიდან მოყოლებული. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ჩეხური ორიგინალისა,არსებობს კიდევ ორი შუასაუკუნეების თარგმანები გერმანულ ენაზე.2005 წელს პარიზის აუქციონზე წარმოდგენილ იქნა იქამდე უცნობი ვერსია,საკმაოდ მდიდარი ილუსტრაციებით “დალიმილის ქრონიკა” დაწერილი ლათინურ ენაზე,რომელიც 1330-1340 წლებით თარიღდება.აღნიშნული ლათინური ვერსია,აუქციონზე შესყიდულ იქნა ჩეხეთის სახელმწიფოს მიერ და მასში გადახდილ იქნა 339 000 ევრო.”დალიმილის ქრონიკა” დღემდე ჩეხურ ენაზე, დაწერილ პირველ და უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ქრონიკას წარმოადგენს და მისი ისტორიული,კულტურული და ლიტერატურული ღირებულება,ჩეხეთის ქვეყნისათვის მართლაც შეუფასებელია.